თბილისში მცირეწლოვანი პიტბულმა დაგლიჯა - ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

თბილისში მცირეწლოვანი პიტბულმა დაგლიჯა - ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მცირეწლოვანი პიტბულმა დაგლიჯა. 1 წლამდე ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობაა მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.

„პეტრიაშვილზე წლის ბავშვი თავისივე სახლში პიტბულმა დაგლიჯა. გადარჩება თუ არა, არ იციან. მამამ ძლივს გამოგლიჯა“, - წერს ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი.

IPN