"არ მსურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ისთან მიხეილ სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"არ მსურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ისთან მიხეილ სააკაშვილზე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი BBC-ის თოქ-შოუს, Hard Talk-ს სტუმ­რობ­და, სა­დაც სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. პრე­ზი­დენტს, ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა კი­თხვა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა­ზეც და­უს­ვა, რა­ზეც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მტკი­ცე უარი გა­ნა­ცხა­და, მი­ზე­ზად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ მაქვს იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ საქ­მე ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნა მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს, როცა სა­ა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს."

პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­გან გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დე­გაც თავს შე­ი­კა­ვებს, რად­გან ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს. გააგრძელე კითხვა