"ბრიტანეთმა უკრაინას Brimstone-ს რაკეტების მოდერნიზებული ვერსიები გადასცა" - კვირის პალიტრა

"ბრიტანეთმა უკრაინას Brimstone-ს რაკეტების მოდერნიზებული ვერსიები გადასცა"

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მოდერნიზებული მაღალი სიზუსტის რაკეტები - Brimstone 2 გადასცა, - ინფორმაციას გამოცემა The Daily Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ რაკეტების გაშვების დიაპაზონი ორჯერ აღემატება პირველი თაობის Brimstone-ის დიაპაზონს, რომელიც უკრაინამ ადრე მიიღო.

ერთი Brimstone 2-ის ღირებულება დაახლოებით 207 ათასი აშშ დოლარია. თვითმფრინავიდან გაშვებული რაკეტის ფრენის დიაპაზონი 60 კმ-ია, ხოლო სახმელეთო პლატფორმებიდან გაშვების დიაპაზონი 12 კმ-ს შეადგენს.