"მიშისტი ვარ... ციხეში მიხაილ ნიკოლოზოვიჩის ადგილი არ არის" - კვირის პალიტრა

"მიშისტი ვარ... ციხეში მიხაილ ნიკოლოზოვიჩის ადგილი არ არის"

ნა­თია რიგ­ვა­ვა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­იც­ნო. იმ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი "ახალ ტალ­ღა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ბოლო ად­გილ­ზე გა­ვი­და, რის გა­მოც ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის კრი­ტი­კა არ და­უკ­ლი­ათ. ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ ფაქ­ტმა გა­ა­ღი­ზი­ა­ნათ, რომ 2014 წელს რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­მა ლიტ­ვა, ეს­ტო­ნე­თი, ის­რა­ე­ლი, გერ­მა­ნია, ფი­ნე­თი და პო­ლო­ნე­თი, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. ამ სი­ა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოც...

ამ ამ­ბი­დან წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და. ნა­თია ქარ­თულ მე­დი­ა­ში არც მა­შინ და არც მერე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა კონ­კურ­სის შემ­დეგ, რა აკავ­ში­რებს მომ­ღარლს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და რა­ტომ და­ტო­ვა რუ­სე­თი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ექ­სკლუ­ზი­უ­რად Ambebi.ge-სთან ისა­უბ­რა.

- ნა­თია, პირ­ველ რიგ­ში მო­გი­კი­თხავთ, რო­გორ ხართ ახლა, სად ცხოვ­რობთ, რო­გორ მი­დის თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა…

- უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ჩემ­მა ოჯახ­მა გა­დავ­წყვი­ტა, რომ თბი­ლის­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კას­თან ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი , დე­და­ჩე­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვო­კა­ლის­ტია. მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში იჯდა ხოლ­მე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და და ერ­თად ვმღე­რო­დით. შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­ად გა­და­იქ­ცა, გნე­სინ­კა­ში ჩა­ვა­ბა­რე პოპ-ჯა­ზის ფა­კულ­ტეტ­ზე. ასე და­ი­წყო ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა...

- პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენს შე­სა­ხებ მა­შინ გა­ვი­გეთ, რო­დე­საც "ახალ ტალ­ღა­ზე“ გა­მოხ­ვე­დით, რის გა­მოც გა­გაკ­რი­ტი­კეს...

- დიახ, გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე... ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის ტყუ­ი­ლი და ჭო­რია, რო­მე­ლიც ჩემს სა­ხე­ლის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და. მას არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო სი­მარ­თლეს­თან.

- თქვენს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ვნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­დით, ცხა­დია ომის და­წყე­ბამ­დე, ალ­ბათ იქ ახ­ლობ­ლე­ბი გყავთ…

- უკ­რა­ი­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მარ­თლა ხში­რად ვყო­ფილ­ვარ იქ. ნა­თე­სა­ვე­ბი არა, ახლო მე­გო­ბა­რე­ბი მყავს. მათ გამო ახლა ძა­ლი­ან ვღე­ლავ. ჩემ­მა ბევ­რმა მე­გო­ბარ­მა ქვე­ყა­ნა არ და­ტო­ვა.

- არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­შო გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სად გა­ი­ცა­ნით?

- ეს ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვაა... ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს.

- დღეს თუ გულ­შე­მატ­კივ­რობთ მას, რო­გო­რია თქვე­ნი პო­ზი­ცია მის ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- კი, მი­შის­ტი ვარ, თუ ამას გუ­ლის­ხმობთ. ცი­ხე­ში მი­ხა­ილ ნი­კო­ლო­ზო­ვი­ჩის ად­გი­ლი არ არის. გააგრძელეთ კითხვა