ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი გიული ალასანიამ გამოაქვეყნა - "ამ პოსტთან ეკა ხერხეულიძეს კავშირი არ აქვს" - კვირის პალიტრა

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი გიული ალასანიამ გამოაქვეყნა - "ამ პოსტთან ეკა ხერხეულიძეს კავშირი არ აქვს"

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი პოს­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ა­კაშ­ვი­ლის­ვე თხოვ­ნით გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ­მა ფე­ის­ბუქ პოსტმა დიდი მით­ქმა- მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია, არა­და სა­კი­თხი მარ­ტი­ვია, იგი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ესა­უბ­რა დე­და­მისს ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას და რად­გან თვი­თონ მას არ შე­უძ­ლია, სთხო­ვა ეს სა­კი­თხი პოს­ტის სა­ხით გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა მის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე, რაც დე­დამ გა­ა­კე­თა კი­დეც. გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბით რა­ღაც ჯგუფ­მა ამ პოს­ტის შექ­მნა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ში ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა რაც, რბი­ლად რომ ვთქვა, არა­ე­თი­კუ­რი და საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ო­ბაა.

ამ პოსტთან ქალ­ბა­ტონ ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს და მე­ო­რეც ეს ადა­მი­ა­ნი მი­შას უან­გა­რო და ერ­თგუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლია, რა­საც ყო­ველ­დღე ვხე­დავ, რა­საც ძა­ლი­ან აფა­სებს მიშა და გუ­ლახ­დი­ლად ვი­ტყვი კე­თი­ლი შუ­რით მშურს. იშ­ვი­ა­თია სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე ამ სამ­ყა­რო­ში ასე­თი უან­გა­რო მე­გობ­რო­ბა! ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა ქალ­ბა­ტონ ეკას" - წერს შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ მას მისი სა­ვა­რა­უ­დო მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის არას­დროს უთ­ქვამს.

"ჩემი არ­ცერ­თი ად­ვო­კა­ტის­თვის არას­დროს მით­ქვამს, რომ ეჭვი მაქვს მო­წამ­ვლა­ზე - „ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბი მცდე­ლო­ბას არ აკ­ლე­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ვენ­დოთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ambebi.ge