"ცხოვრების მთავარი სიმღერა დის დასაფლავების დღეს დავწერე - ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს" - კვირის პალიტრა

"ცხოვრების მთავარი სიმღერა დის დასაფლავების დღეს დავწერე - ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს"

"ჩემ­თვის მუ­სი­კა ცხოვ­რე­ბაა, ჩემ­თვის სამ­ყა­რო ჟღერს" - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი დათო ევ­გე­ნი­ძე, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი და დიდი მუ­სი­კო­სე­ბი თა­ვი­დან­ვე წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ.

მუ­სი­კის წერა ჯერ კი­დევ 4-5 წლის ასაკ­ში და­ი­წყო და ამ სა­ო­ცა­რი ნი­ჭის­თვის ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე უღა­ლა­ტია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­მოს­დი­ო­და, წარ­მა­ტე­ბას ად­ვი­ლად აღ­წევ­და, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ტკი­ვი­ლიც ჰქო­ნია.

AMBEBI.GE-ს რუბ­რი­კა­ში "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი" დათო ევ­გე­ნი­ძე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს.ცოტა ხნის წინ, მან თა­ვის ნე­უღ­ლეს­თან 18-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ხე­ი­ლის­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა და ქორ­წი­ლიც ჰქონ­და.

ქორ­წი­ლი და ხე­ლის­მო­წე­რა

- ნინო 18 წლის წინ მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად, ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ, ძა­ლი­ან მალე სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წა­ვე­დით და ხე­ლის მო­წე­რა ვერ მო­ვას­წა­რით. სულ გვქონ­და გეგ­მა­ში, რომ ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გაგ­ვე­ფორ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ წლე­ბი ისე გა­ვი­და, ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი შვი­ლი სრულ­წლო­ვა­ნი ხდე­ბა და სა­კუ­თა­რი შვი­ლი მინ­დო­და, მარ­თლაც ჩემი ყო­ფი­ლი­ყო და რო­გორ­ღაც ხე­ლის­მო­წე­რა გა­დავ­წყვი­ტეთ.

ჩემს ასაკ­ში ცო­ლის მოყ­ვა­ნა მარ­ლაც იშ­ვი­ა­თია, მე­უღ­ლე­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, მას­ზე 17 წლით უფ­რო­სი ვარ... მოკ­ლედ, რად­გან გა­დავ­წყვი­ტეთ, ვი­ფიქ­რეთ, ჩვენს ქორ­წილ­ში მე­გობ­რე­ბიც მოგ­ვეწ­ვია და იმ ბედ­ნი­ერ დღეს გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა დრო, როცა ერ­თმა­ნე­თის ქორ­წი­ლებ­ში დავ­დი­ო­დით...

ჩემი მო­მა­ვა­ლი ცოლი პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, საკ­მა­ოდ პა­ტა­რა იყო, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მერე რამ­დენ­ჯე­რაც ვნა­ხავ­დი, სულ მინ­დო­და, შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა შემ­დგა­რი­ყო. ბო­ლოს 10 წელი არ მყავ­და ნა­ნა­ხი, მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ვი­ზის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვი წა­მო­სუ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო, სა­კონ­სუ­ლო და­კე­ტი­ლი იყო. არა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვან ფილმზე ვმუ­შა­ობ­დი, საჩ­ქა­როდ ვი­ყა­ვი უკან წა­სას­ვლე­ლი, მაგ­რამ სა­ნამ ვიზა ავი­ღე, ერთ თვით ჩა­მო­სულს აქ ყოფ­ნა 4 თვე გა­მე­წე­ლა.

იმ პე­რი­ოდ­ში „აჭა­რა­მი­უ­ზიკ­ჰოლ­ში“ სა­მე­გობ­რო ვი­ყა­ვით მი­სუ­ლი, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვან ფილმზე ვმუ­შა­ობ­დი და ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ შე­ფერ­ხე­ბის გამო შეკ­ვე­თას ვკარ­გავ­დი... მოკ­ლედ, ვხე­დავ შე­მო­ვი­და ნინო და მივ­ხვდი, რომ ის ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. რო­გორც ვთქვი, 10 წელი არ მყავ­და ნა­ნა­ხი, ერ­თმა­ნეთს ჩა­ვე­ხუ­ტეთ და პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, მოს­კოვ­ში უნდა წა­გიყ­ვა­ნო-მეთ­ქი. უი, მოს­კოვ­ში ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­სო. ასე მი­პა­სუ­ხა. ცო­ლად მომ­ყავ­ხარ-მეთ­ქი. და­იბ­ნა. მე­ო­რე დღეს და­ვუ­რე­კე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­მო­ვიყ­ვა­ნე, მერე სტუმ­რად ვი­ყა­ვით და ნი­ნოს დე­დაც იქ იყო. ორი­ვე მან­ქა­ნა­ში ჩავ­სვი და დე­დას ვუ­თხა­რი, თქვე­ნი შვი­ლი ცო­ლად მომ­ყავს-მეთ­ქი. მერე დედა დავ­ტო­ვე თა­ვის სახ­ლში, ნინო ჩემ­თან წა­მო­ვიყ­ვა­ნე. არც ჩე­მებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ... იმ დღი­დან 18 წელი გა­ვი­და და ჩვე­ნი ცოლ­ქმრო­ბა ცოტა ხნის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც და­დას­ტურ­და.

"ჩემი ბავ­შვო­ბა უმ­თავ­რე­სია, ჩემ­ში შე­მოქ­მე­დე­ბას და ყვე­ლა­ფერ პო­ზი­ტი­ურს ბა­დებს"

- გა­ვი­ზარ­დე რუს­თა­ვე­ლის 44-ში, თბი­ლი­სურ ეზო­ში. ერთი უზარ­მა­ზა­რი აი­ვა­ნი იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ოჯახს აერ­თი­ა­ნებ­და, მე­ზობ­ლე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით იყ­ვნენ. ცხოვ­რობ­დნენ რუ­სე­ბი, ბალ­ტი­ის­პი­რე­ლე­ბი, ქურ­თე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი... 1997 წელს ოპე­რა­ში კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თე სა­ხელ­წო­დე­ბით „შა­ბა­თი,“ სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად ჟღერ­და ყვე­ლა ის მუ­სი­კა, რაც მათი სახ­ლე­ბი­დან გა­მო­დი­ო­და. ბავ­შვო­ბა­ში გა­გო­ნი­ლი და იმ მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი ოჯა­ხე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა ყურ­ში რომ მქონ­და ჩარ­ჩე­ნი­ლი (მათ შო­რის, კლა­სი­კა, ჯა­ზიც) გა­ვა­ერ­თი­ა­ნე.

"რუს­თა­ველ­ზე ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა გვქონ­და"

- იყო ერთი ძა­ლი­ან დიდი ოთა­ხი და მე­ო­რე - შე­და­რე­ბით პა­ტა­რა. ვცხოვ­რობ­დით, მე, ჩემი და, დედა, მამა, ბე­ბია და ჩემი დიდი ბე­ბია ლუბა, რო­მე­ლიც ფან­ტას­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო - ერ­თდრო­უ­ლად 4 თა­ო­ბა ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბიც იქვე, მე­ზო­ბელ ქუ­ჩებ­ზე - გრი­ბო­ე­დოვ­ზე, კოტე მეს­ხზე ცხოვ­რობ­დნენ. ყვე­ლა­ნი ერ­თუბ­ნე­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

საკ­მა­ოდ პა­ტა­რას რა­ტომ­ღაც და­მა­მახ­სოვ­რდა ყვე­ლა ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სუნ­თქვა. არ იყო სხვა­დას­ხვა ოთა­ხე­ბი, რომ იქ დაგ­ვე­ძი­ნა. ოჯა­ხის ის ერ­თად ყოფ­ნის სით­ბო, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... სკო­ლა­ში 1967 წელს წა­ვე­დი და მას მერე რუს­თა­ველ­ზე დიდ­ხანს ვი­ცხოვ­რეთ. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ახა­ლი ბინა მი­ღე­ბუ­ლი კი გვქონ­და, მაგ­რამ რუს­თა­ვე­ლის სახ­ლი მა­ინც გვქონ­და და ჩემს სახ­ლს მა­ინც იმას ვე­ძა­ხი. ფან­ჯრე­ბი­დან ვხე­დავ­დი სას­ტუმ­რო „ივე­რი­ას“, მის წინ კაფე „მეტ­რო“ იყო, სა­დაც პირ­ვე­ლად ვნა­ხე კოქ­ტე­ი­ლის ჭიქა და ვოც­ნე­ბობ­დი, იმ ასა­კის მალე გავმხდა­რი­ყა­ვი, რომ „მეტ­რო­ში“ მოხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი. ქა­ლა­ქის მთე­ლი სტი­ლი­ა­გე­ბი იქ და­დი­ოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­გას ვერ მო­ვეს­წა­რი, რად­გა­ნაც კაფე და­ან­გრი­ეს... ასე­ვე ჩემი სარ­კმლი­დან და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მოჭ­რეს რუს­თა­ველ­ზე უზარ­მა­ზა­რი ხე, რო­მე­ლიც იქა­უ­რო­ბას ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და. იმ ხის ერ­თგვარ და­საფ­ლა­ვე­ბას და­ვეს­წა­რი. არა­ვის რომ ენა­ხა, ღამე მოჭ­რეს. ტან­კე­რი­ვით მან­ქა­ნა იყო, იმა­ზე შე­მო­დეს და წა­ი­ღეს. ის წუ­თე­ბი ჩემი ბავ­შვო­ბის ხის და­საფ­ლა­ვე­ბას ჰგავ­და...

ჩემი და ლია

- 18 წლის არ ვი­ყა­ვი, 16 წლის და რომ და­მე­ღუ­პა. ლი­ა­ზე წლი-ნა­ხევ­რით უფ­რო­სი გახ­ლდით. ეგ ტრა­გე­დია 1977 წელს მოხ­და. მაგ წელს მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ დის და­ღუპ­ვა ჩემ­თვის ტკი­ვილ­ზე მეტი იყო. მას მერე ასე - ჩემი ცხოვ­რე­ბა ლიას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და ლიას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. გააგრძელეთ კითხვა