უკრაინა ვიქტორ ორბანის საქციელის გამო, უნგრეთის ელჩს ბოდიშის მოსახდელად საგარეო უწყებაში იბარებს - კვირის პალიტრა

უკრაინა ვიქტორ ორბანის საქციელის გამო, უნგრეთის ელჩს ბოდიშის მოსახდელად საგარეო უწყებაში იბარებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს უწყებაში იბარებს და ბოდიშის მოხდას მოსთხოვს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საზოგადოებაში გამოჩნდა შარფით, რომელზედაც უკრაინის გარკვეული ტერიტორია გამოსახული იყო, როგორც უნგრეთის ნაწილი, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანი ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მივიდა შარფით, რომელზედაც ე.წ. “დიდი უნგრეთის” რუკა იყო დატანილი, მეზობელი სახელმწიფოების: ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ხორვატიის, სერბეთის და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების ჩათვლით.

IPN