"მეტროში ჩასასვლელ-ამოსასვლელად ძიუდოს ილეთები ხომ არ გჭირდებათ? და მაინც კალაძე კარგი მერი გგონიათ ხო?"
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე წერს.
"თბილისში საცობები ხომ არ გაწუხებთ მეგობრებო? ლამის საათობით ხომ არ დგახართ გაჩერებაზე? მეტროში ჩასასვლელ-ამოსასვლელად ძიუდოს ილეთები ხომ არ გჭირდებათ? და მაინც კალაძე კაი მერი გგონიათ ხო? ტაქსები ხომ გადააღებინა თეთრად და ეგ გენიალურ სატრანსპორტო რეფორმად ხომ მოგასაღათ? ეგაა მთავარი - ხშირად ვიმეოროთ - სამაგიეროდ ტაქსებია თეთრი! დღეში თორმეტჯერ უნდა ვთქვათ ეგ" - წერს ელისაშვილი "ფეისბუქში".