რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი - კვირის პალიტრა

რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს - ახალშობილი მოკლეს", - წერს სტარუხი.

მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

IPN