მიზეზები, თუ რატომ ღირს ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურება ძვირი - კვირის პალიტრა

მიზეზები, თუ რატომ ღირს ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურება ძვირი

თუ მაღალი დონის სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით სარგებლობთ, გეცოდინებათ, რომ სხვა კლინიკებთან შედარებით მეტის გადახდა გიწევთ. თუმცა, ისიც გეცოდინებათ, რომ თქვენ თანხას გონივრულად ხარჯავთ და ეს ფულის ფლანგვა ნამდვილად არაა. საზღვარგარეთ სტომატოლოგიური კლინიკების ფასები საკმაოდ ძვირია, სწორედ ამიტომ საქართველოში ბევრი საერთაშორისო მოგზაური სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად ჩამოდის. ისინი საქართველოში შედარებით ძვირადღირებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში იღებენ მომსახურებას, რადგან მათთვის ხარისხი მნიშვნელოვანია.

საინტერესოა კრიტერიუმები, რომლებიც სტომატოლოგიური მომსახურების ფასს განსაზღვრავს. ძირითადი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

● სერვისის ზოგადი დონე;

● ტექნიკური აპარატურის დონე;

● სამუშაო მასალების ხარისხი;

● სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია.

ტექნიკური აპარატურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც სტომატოლოგიური მომსახურების ფასს განსაზღვრავს. თანამედროვე ინოვაციური აპარატები საკმაოდ ძვირადღირებული ინვესტიციაა, რომლის გაწევაც კლინიკებს უწევთ: მაგალითად ასეთია CEREC სისტემა. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, CEREC სისტემით მუშაობის დროს - კბილის ტექნიკი სამუშაოს ასრულებს კომპიუტერის დახმარებით, იუველირული სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. მიღებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას. რესტავრაციები კი მზადდება მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან ან ცირკონიუმის დიოქსიდისაგან. CEREC სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ კბილის კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრაციები. ეს შეიძლება იყოს: გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროთეზები და ა. შ.

314663356-673712840818103-3202611937632954580-n-1669187318.jpg

არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო მასალები. მედიცინის განვითარებასთან ერთად მუდმივად ვითარდება და იხვეწება სამუშაო მასალებიც. თანამედროვე მასალები უფრო მეტად მიახლოებულია ბუნებრივ კბილთან, მეტად ბიოთავსებადია და ამავდროულად, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს, შესაბამისად მათი ღირებულებაც უფრო მაღალია.

რაც შეეხება ექიმის კვალიფიკაციას, ეს საკითხიც პირდაპირ უკავშირდება სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურების ღირებულებას. ექიმს მუდმივად უნდა ზრუნდავდეს პროფესიულ განვითარებაზე და ფეხი აუწყოს თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს, რათა განივითაროს და დახვეწოს პროფესიული უნარი. ესეც გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული და სტომატოლოგიური კლინიკისა თუ თავად სპეციალისტისთვის ინვესტიციაა. როდესაც ექიმი მუდმივი განვითარებისა და სწავლის პროცესშია ჩართული, ეცობა ახალ ტექნოლოგიებს და მუშაობს ახალი მიდგომებით, მასზე მოთხოვნა იზრდება, რასაც შესაბამისად მოჰყვება ფასის ზრდაც.

სერვისის ზოგად დონეს ბევრი დეტალი განსაზღვრავს. მათ შორის მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა მიმართულების მომსახურებას იღებდეთ. კლინიკა უნდა გვთავაზობდეს მომსახურების სრულ სპექტრს: ქირურგია, იმპლანტოლოგია, ორთოპედია, თერაპია, გნათოლოგია, ბავშვთა თერაპია, პაროდონტოლოგი, 3დ ტომოგრაფია. რთული სტომატოლოგიური შემთხვევების დროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც მკურნალობის სწორი წარმართვისთვის, ასევე პაციენტის კომფორტისთვის ერთ სივრცეში მივიღოთ ყველა სტომატოლოგიური მომსახურება. თანამედროვე გადატვირთული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე კლინიკის არჩევისას ასევე დიდი ყურადღება ექცევა მის ლოკაციასა და საპარკინგე ადგილის არსებობას.

კარგად დაფიქრდით, სანამ სტომატოლოგიურ კლინიკას ფასის მიხედვით შეარჩევთ. გახსოვდეთ, ხარისხიანი და გრძელვადიანი შედეგის მიღება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს თანამედროვე აპარატურისა და სამუშაო მასალების გამოყენებით შეუძლიათ.