ბათუმში 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით, 25 წლამდე კაცი დააკავეს - დაკავებულია მოზარდის მამა და ბიძაშვილებიც - კვირის პალიტრა

ბათუმში 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით, 25 წლამდე კაცი დააკავეს - დაკავებულია მოზარდის მამა და ბიძაშვილებიც

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში 14 წლის გოგოზე სექსუალური კავშირის ბრალდებით 25-წლამდე მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, ასევე დაკავებულია მოზარდის მამა და ბიძაშვილებიც, რომლებიც სავარაუდო დამნაშავეს და თავად გოგონას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნული ინფორმაცია, „ინტერპრესნიუსს” ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 14 წლის გოგონა ხელვაჩაურში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა.

„მოზარდმა გვიან ღამით, სახლში მისვლა რომ დააგვიანა, მშობლებმა მოიკითხეს. სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ მშობლებს განუცხადა, რომ 14 წლის თანამშრომელი გოგონა 22:00 საათზე სახლში წავიდა, თუმცა იგი ღამის 4:00-საათამდე სახლში არ დაბრუნებულა. ბავშვის მოძებნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ 14 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რამაც სექსუალური კავშირი დაადასტურა. 14 წლის გოგოს მამამ აღნიშნული რომ შეიტყო, მოზარდს სცემა, ასევე მამამ გაარკვია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და ფიზიკურად იმასაც გაუსწორდა. მამაც დაკავებულია. მომხდარი სამართალდამცავებს თავად დაზარალებულმა შეატყობინა. როგორც ვიცით, ბავშვის ბიძაშვილებიც მივიდნენ და სავარაუდო დამნაშავეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ბიძაშვილებიც დააკავეს“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

IPN