"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი - კვირის პალიტრა

"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი

რე­ჟი­სორ­მა ჯე­იმს კა­მე­რონ­მა GQ-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ამ­ხი­ლა, რომ "ტი­ტა­ნიკ­ში" ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს­თვის რო­ლის მი­ცე­მა­ზე "თით­ქმის უკან და­ი­ხია", რად­გან მსა­ხი­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნა. კა­მე­რო­ნის თქმით, დი­კაპ­რიო "დი­ვას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით" გა­მო­ცხად­და კას­ტინგზე, რა­მაც არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­ზე.

რე­ჟი­სორ­მა, 1997 წელს ფილ­მის კას­ტინგზე დი­კაპ­რი­ოს­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა. ამ დროს ქეით უინსლე­ტი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო რო­უ­ზის როლ­ზე.

"შე­მო­ვი­და ლეო, რო­მელ­მაც ოთახ­ში ყვე­ლა მო­ხიბ­ლა, მათ შო­რის მეც. მე ვუ­თხა­რი: კარ­გი, მოდი ვნა­ხოთ, რო­გო­რია შენი და ქე­ი­თის ქი­მია", - ყვე­ბა 68 წლის რე­ჟი­სო­რი.

რე­ჟი­სორს სურ­და, რომ სცე­ნა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნი მსა­ხი­ო­ბებს ერ­თად წა­ე­კი­თხათ.

ლეოს უკი­თხავს, "უნდა წა­ვი­კი­თხო? ოჰ, მე არ ვკი­თხუ­ლობ." კა­მე­რონს გული აუც­რუვ­და, მას ხელი ჩა­მო­არ­თვა და დი­კაპ­რი­ოს მის­ვლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ლეო და­იბ­ნა და უთხრა: "მო­ი­ცა­დე, მო­ი­ცა­დე, მო­ი­ცა­დე... ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ არ წა­ვი­კი­თხავ, როლ­ზე არ და­მამ­ტკი­ცებთ? სულ ესაა? "

კა­მე­რონ­მა კი ხის­ტად მი­უ­გო: "ეს უდი­დე­სი ფილ­მია, რო­მელ­საც ჩემი ცხოვ­რე­ბის 2 წელი უნდა და­ვუთ­მო. ამი­ტომ, არ ვა­პი­რებ კას­ტინ­გში არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბით ფილ­მი გა­ვა­ფუ­ჭო. ანუ, ან წა­ი­კი­თხავ სტრი­ქო­ნებს, ან როლს ვერ მი­ი­ღებ". გააგრძელეთ კითხვა