პარლამენტთან, "ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან, "ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, "ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მიშა, მიშა". ისმის შეძახილები "თავისუფლება მიშას", "თავისუფლება საქართველოს".

როგორც აქციის მონაწილე ირაკლი მირიანაშვილი განმარტავს, აქცია მოქალაქეთა ჯგუფის ორგანიზებით იმართება.

"ვარდების რევოლუციამ თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა განაპირობა. ყველაფერი, რაც საქართველოში წარმატებულია, ვარდების რევოლუციის და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა," - აღნიშნავს აქციის მონაწილე ირაკლი მირიანაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"