"სააკაშვილი არის პატიმრობაში და მას ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებით კლავს. ეს არის დიდი სირცხვილი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი არის პატიმრობაში და მას ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებით კლავს. ეს არის დიდი სირცხვილი"

დღეს სააკაშვილი არის პატიმრობაში და მას ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებით კლავს. ეს არის დიდი სირცხვილი და ჩვენ აღნიშნული ფაქტი არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 2003 წლის "ვარდების რევოლუციამ" თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა და საქართველოს ისტორიის გადაწერას აქვს ადგილი, როდესაც სათანადოდ არ ფასდებიან ის ადამიანები, რომლებმაც რეფორმები მოიტანეს.

"2003 წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა და რომლის სულისჩამდგმელი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. დღეს სააკაშვილი არის პატიმრობაში და მას კლავს ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებით. ეს არის დიდი სირცხვილი როგორც ეროვნული, ისე პიროვნული და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ აღნიშნული ფაქტი. დღეს ისევ რუსული რეჟიმი გვმართავს. ამ რუსული რეჟიმს აქტიური ბრძოლა სჭირდება იმისათვის, რომ ძალაუფლება ხელიდან გამოვგლიჯოთ და საქართველოს დასავლური მომავალი იყოს ღია და ნათელი",-განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"