"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები? - კვირის პალიტრა

"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?

გუ­შინ, თბი­ლის­ში, 12 წლის მო­ზარ­დმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. გო­გო­ნა კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში რუს­თა­ვი­დან გა­და­იყ­ვა­ნა. მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გამო ექი­მე­ბი გარ­თუ­ლე­ბებს ელოდ­ნენ, სა­ბედ­ნი­ე­როს ამ­ჟა­მად დედა და შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

12 წლის მო­ზარ­დის ორ­სუ­ლობ­ის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ერთი კვი­რის წინ გახ­და. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 წლის გო­გო­ნამ 16 წლის ვა­ჟის­გან გა­ა­ჩი­ნა.პო­ლი­ცი­ამ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­კი­თხეს მო­ზარ­დე­ბი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს და საქ­მის ირ­გვლივ და­კი­თხვე­ბი გრძელ­დე­ბა.

მომ­ხდარ­ზე აღ­შფო­თე­ბუ­ლია სა­ზო­გა­ო­დე­ბა. უფ­ლე­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ იმი­ტომ არის სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

ფე­მი­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ფე­მი­ნას“ და­მა­არ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ბა­ი­სო­ნაშ­ვი­ლი წერს:

- აქაც იყოს, სა­ჯა­რო იყოს! რა ჯან­და­ბა გვჭირს ასე­თი?! გული გა­მის­კდე­ბა გე­ფი­ცე­ბით, ბედ­ნი­ე­რი დე­დო­ბა ვუ­სურ­ვოთ რაღა დაგ­ვრჩე­ნი­აო, სუფ­რა გა­ი­შა­ლეს და სა­დღეგ­რძე­ლო­ებს ჰყვე­ბი­ან ფე­ის­ბუქ­ზე ნი­უ­სებ­ში. ვერა, ვერ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ვე­რას­დროს, რო­დის უნდა ვის­წავ­ლოთ რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვა?! ვერ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი, რო­მელ­მაც იმ­შო­ბი­ა­რა, ბავ­შვი, რო­მელ­მაც არც მა­შინ იცო­და რა სჭირ­და, როცა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და არც ახლა, როცა არც იცის, რომ ვი­ღა­ცა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს მა­შინ, როცა თავ­ზეც ვერ აუ­ღია, ბავ­შვი, რო­მელ­საც სა­კე­ის­რო ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით გა­უ­კე­თეს.

ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი, რო­მელ­მაც იმ­შო­ბი­ა­რა, მი­თუ­მე­ტეს ბედ­ნი­ე­რი დედა ვერ იქ­ნე­ბა, ვე­რას­დროს, რად­გან მა­საც და მის ბავ­შვსაც ხში­რად მოს­წყურ­დე­ბათ და მო­შივ­დე­ბათ, კარ­გა ხანს ვერ გა­ი­გებს კი­დევ რა ხდე­ბა მის თავს, რა­ტომ უნდა უც­ვა­ლოს თო­ჯი­ნის მა­გი­ერ პამ­პერ­სე­ბი რე­ა­ლურ ბავ­შვს. ბავ­შვე­ბი, ბავ­შვი დე­დე­ბი, რომ­ლებ­საც ეს დამ­პა­ლი პატ­რი­არ­ქა­ტი ბავ­შვო­ბას არ­თმევთ, ვე­ღა­რას­დროს იქ­ნე­ბი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი! ეს ხმა­მაღ­ლა უნდა ვიყ­ვი­როთ!..

გააგრძელეთ კითხვა