Balenciaga ბოდიშს იხდის - რატომ აკრიტიკებს ბრენდს საზოგადოება - კვირის პალიტრა

Balenciaga ბოდიშს იხდის - რატომ აკრიტიკებს ბრენდს საზოგადოება

ფრან­გუ­ლი ბრენ­დი Balenciaga სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. საქ­მე ისაა, რომ ბრენდმა სა­დღე­სას­წა­უ­ლო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ახა­ლი ჩან­თე­ბი წა­რად­გი­ნა, რო­მელ­საც დათ­ვის ფორ­მა ჰქონ­და, ხოლო სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­ში ბავ­შვე­ბი გა­და­ი­ღო.

კად­რებ­ში ჩან­და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ბა­დე­ე­ბი­ა­ნი სა­მო­სი, თმის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ყელ­სა­ბა­მე­ბი, ე.წ ჩო­კე­რე­ბი და ა.შ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის გამო Balenciaga კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, ეს იყო ბავ­შვთა სექ­სუ­ა­ლო­ბის წარ­მო­ჩე­ნა ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ე­ჩი­ნათ. სხვებ­მა კი ყო­ვე­ლი­ვეს "ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია უწო­დეს."

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, რის შემ­დე­გაც ბრენ­დს სა­რეკ­ლა­მო კონ­ტენ­ტის წაშ­ლა მო­უ­წია და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

"ჩვენ გულ­წრფე­ლად ვიხ­დით ბო­დიშს თუ ვინ­მეს­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო ჩვე­ნი სა­დღე­სას­წა­უ­ლო კამ­პა­ნია. ჩვე­ნი დათ­ვის ჩან­თე­ბი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ კამ­პა­ნი­ა­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად.

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვშლით ყვე­ლა პლატ­ფორ­მი­დან ამ კამ­პა­ნი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბუ კონ­ტენტს“, - ნათ­ქვა­მია Balenciaga-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge