რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს.

"ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია წერილში.

werili-1669299757.jpg

ამასთან, რიში სუნაკი აღნიშნავს, რომ ურყევია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა უკრაინისადმი, ისევე როგორც საქართველოსადმი.

"ინტერპრესნიუსი"