"12 წლის ბავ­შვი ბავ­შვს აჩენს და რა გინ­და, უხა­რია თვი­თო­ნო...რომ უხა­რია, უკვე გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად ვერ იაზ­რებს რა­შია გახ­ვე­უ­ლი" - რას წერს ბაია პატარაია? - კვირის პალიტრა

"12 წლის ბავ­შვი ბავ­შვს აჩენს და რა გინ­და, უხა­რია თვი­თო­ნო...რომ უხა­რია, უკვე გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად ვერ იაზ­რებს რა­შია გახ­ვე­უ­ლი" - რას წერს ბაია პატარაია?

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა 12 წლის მო­ზარ­დის მიერ შვი­ლის გა­ჩე­ნის ფაქტს და არას­რილ­წლოვ­ნებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მხრივ არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"12 წლის ბავ­შვი ბავ­შვს აჩენს და რა გინ­და, უხა­რია თვი­თო­ნო. მარ­ტო ის ფაქ­ტი, რომ უხა­რია, უკვე გვიჩ­ვე­ნებს, რო­გო­რი პა­ტა­რაა ბავ­შვი, და რამ­დე­ნად ვერ იაზ­რებს რა­შია გახ­ვე­უ­ლი, თო­ჯი­ნო­ბა­ნა ჰგო­ნია დე­დო­ბა­ნა. 11-12 წლის ბავ­შვს იც­ნობთ? შე­იძ­ლე­ბა მან მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სექსზე? რა ცოდ­ნა აქვს ან რა სიმ­წი­ფე, რომ გა­ი­სიგ­რძე­გა­ნოს, რა არის სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამა­ზე? ეს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა. ბავ­შვის მო­ტყუ­ე­ბა და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა ხომ ად­ვი­ლია...!

დღეს გო­გო­ე­ბი და ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა­ში არი­ან. მათ კა­ნო­ნიც კი არ იცავს სა­თა­ნა­დოდ, არა­თუ პო­ლი­ცია და სა­სა­მარ­თლო.ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თა­ვე­ბი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და ჩვე­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა­გან. ამი­ტომ გა­მო­დი გა­რეთ ხვალ, 25 ნო­ემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე რეს­პუბ­ლი­კი მო­ე­დან­ზე და მო­ი­თხო­ვე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა!" - წერს პა­ტა­რა­ია "ფე­ის­ბუქ­ში".

გუ­შინ, თბი­ლის­ში, 12 წლის მო­ზარ­დმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. გო­გო­ნა კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში რუს­თა­ვი­დან გა­და­იყ­ვა­ნა. მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გამო ექი­მე­ბი გარ­თუ­ლე­ბებს ელოდ­ნენ, სა­ბედ­ნი­ე­როს ამ­ჟა­მად დედა და შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.