აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს - კვირის პალიტრა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. ახალ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდეს. მათი განცხადებით, ეს მიმართულია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ,

"ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უკანონო და არაადამიანური პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, 34-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

"ინტერპრესნიუსი"