"ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როცა...." - რას წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - კვირის პალიტრა

"ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როცა...." - რას წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც მისი ყველაზე დასავლეთი და ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანი ქოლქის ქვეშ იქნებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის ეროვნული კრების პრეზიდენტ, ავგუსტო სანტოს სილვასთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საინტერესო შეხვედრა მქონდა ავგუსტო სანტოს სილვასთან, პორტუგალიის ეროვნული კრების პრეზიდენტთან. ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც მისი ყველაზე დასავლეთი და ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანი ქოლქის ქვეშ იქნებიან. ამ საქმეში პორტუგალიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა. მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ხაზი გაუსვეს და აღნიშნეს, რომ საქართველო-პორტუგალიის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება მნიშვნელოვანია.

"ინტერპრესნიუსი"