"რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს" - რას წერს გიორგი გახარია ფემიციდის საზარელ ფაქტზე? - კვირის პალიტრა

"რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს" - რას წერს გიორგი გახარია ფემიციდის საზარელ ფაქტზე?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია, თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს ეხმაურება:

"რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს…ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. #იმოქმედეფემიციდისწინააღმდეგ!" - წერს გიორგ გახარია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.