"ყირიმში ირანელი ინსტრუქტორები მოკლეს" - რას აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი - კვირის პალიტრა

"ყირიმში ირანელი ინსტრუქტორები მოკლეს" - რას აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაადასტურა, რომ ყირიმში ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები მოკლეს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის მხარდასაჭერად მყოფი ნებისმიერი ირანელი სამიზნე იქნება.

მისი თქმით, ირანელები ყირიმში იმისთვის იმყოფებოდნენ, რომ დახმარება გაეწიათ რუსი პილოტებისთვის თეირანის მიერ მიწოდებული Shahed-136 დრონების გამოყენებაში.

„არ უნდა იყო იქ, სადაც არ უნდა იყო. ისინი ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია და თუ ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, უნდა მოვკლათ“,- აღნიშნა დანილოვმა.

ოქტომბერში, ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სამხედრო დარტყმების გამო 10 ირანელი ინსტრუქტორი დაიღუპა.

IPN