"მისია უნდა დავიბრუნოთ, საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს მამუკა ხაზარაძე - კვირის პალიტრა

"მისია უნდა დავიბრუნოთ, საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოს 5 წელიწადში განვითარებულ და წარმატებულ ქვეყნად აქცევს.

„მისია უნდა დავიბრუნოთ, საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს ხაზარაძე.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ უცხოეთში მომუშავე წარმატებული ადამიანები, რომლებიც მომავლის პროფესიებში მუშაობენ.

„5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნება ადგილი, სადაც პირველი ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. პირველ რიგში, მისია უნდა დავიბრუნოთ, რომ საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოსა და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, - მამუკა ხაზარაძე.

IPN