"ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დამოუკიდებლობის დაცვაში" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დამოუკიდებლობის დაცვაში"

ბუქარესტის შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა ამ რთულ დროს ნატო-სთან მათი მზარდი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს რუსეთის ზეწოლა სხვადასხვა გზით ემუქრება.

„ამიტომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და საკუთარი თავდაცვის უნარის გაძლიერებაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ბუქარესტში 29-30 ნოემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

IPN