"მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი... სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა" - თაკო ტაბატაძე თერჯოლაში მომხდარ სასტიკ დანაშაულს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი... სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა" - თაკო ტაბატაძე თერჯოლაში მომხდარ სასტიკ დანაშაულს ეხმაურება

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. ქალი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა ფაქ­ტის შემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც...

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ­მა ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვებ­მა ლა­მის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს.

ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბას 187 ქა­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა მათ­გან თით­ქმის 50% ოჯა­ხის წევ­რმა მოკ­ლა.

მარ­თა­ლია, ყო­ვე­ლი ახა­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლი რჩე­ბა და ფე­მი­ცი­დის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ითხო­ვენ, მაგ­რამ ხში­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­დე­საც გა­შო­რე­ბულ ქა­ლებ­ზე მა­მა­კა­ცებს მო­უ­წო­დე­ბენ, - მოკ­ლან, დაჭ­რან, ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხან... სამ­წუ­ხა­როდ, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დობ­რივ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, ბევ­რი ქა­ლიც არის.

სწო­რედ მათი მსხვერ­პლი იყო მსა­ხი­ო­ბი თაკო ტა­ბა­ტა­ძე, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ ღიად აღი­ა­რა, რომ ქმარს და­შორ­და და ოთხ გო­გო­ნას­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­და. თა­კომ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა, მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ამ­ბა­ვი ყო­ფილ­მა ქმარ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა რო­გორც თაკო AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ის მა­ინც გახ­და ძა­ლა­დო­ბის უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღის სა­მიზ­ნე.

"ის სქ­რი­ნი შე­ნა­ხუ­ლი მქონ­და, სა­დაც მწერ­დნენ, რომ უნდა დავმწვა­რი­ყა­ვი... სწო­რედ ისე, რო­გორც თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და", - ამ­ბობს თაკო.

ახლა სურ­ვი­ლი აქვს, უც­ნო­ბი ქა­ლის სამ­ძი­მარ­ზე ჩა­ვი­დეს...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, - ნუ აი­ძუ­ლებს გა­რე­მო ქა­ლებს, რომ მო­ძა­ლა­დე კა­ცე­ბი აი­ტა­ნონ...

თაკო ტა­ბა­ტა­ძე:

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხე ქალი, მო­წყა­ლე­ბას ითხოვ­და. და­ვეხ­მა­რე და ასე­თი რამ მი­თხრა: "ღმერ­თმა გა­და­გარ­ჩი­ნოს ამ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას“ - მა­შინ­ვე მომ­ხვდა გულ­ზე ეს სი­ტყვე­ბი... როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნა დიდი მიღ­წე­ვაა. გა­დის რამ­დე­ნი­მე დღე და ვკი­თხუ­ლობ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი ყო­ფილ­მა ქმარ­მა ცო­ცხლად დაწ­ვა. სული მეწვს და მტკი­ვა ისე რო­გორც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი…

ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩამ­ყა­ყე­ბულ­მა ნა­წილ­მა კი­დევ ერთი სი­ცო­ცხლით სავ­სე ქალი სას­ტი­კად გა­ა­ნად­გუ­რა იმ მკვლე­ლის ხე­ლით, რო­მელ­საც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­მარ­თლე­ბა­საც მო­უ­ძებ­ნი­ან, რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ ხოლ­მე:

"ალ­ბათ ღირ­სი იყო და მა­გი­ტომ”

"ტყუ­ი­ლად არა­ვინ არა­ვის მოკ­ლავს”,

"თავ­გა­სულ ქალს ასე მო­უხ­დე­ბა” და ასე შემ­დეგ…

ამ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლის და­ნა­შა­უ­ლია:

თუ მი­გა­ტო­ვეს

თუ გან­ქორ­წინ­დი

თუ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ

თუ სა­კუ­თარ თავს პა­ტივს სცემ

თუ შე­გიძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა

თუ ბედ­ნი­ე­რი ხარ

თუ გიყ­ვარს

თუ გჯე­რა და კი­დევ ბევ­რი თუ…

თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს მივ­მარ­თავ, ვინც გა­მო­ირ­ჩე­ვით ქალ­თმო­ძუ­ლე­ო­ბით, ამ სი­ძულ­ვილ­ში ზრდით შვი­ლებს და მო­უ­წო­დებთ კა­ცებს რომ დაწ­ვან, სცე­მონ, დაჭ­რან... თქვენ ხართ თა­მი­ლას მკვლე­ლე­ბი!

მივ­მარ­თავ მშობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­ძა­ლა­დე კა­ცე­ბის ატა­ნას გვა­ი­ძუ­ლე­ბენ და გვდევ­ნი­ან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ტა­ნის­ტუ­რი ჯგუ­ფის გან­ხილ­ვის ობი­ექ­ტი არ გავ­ხდეთ, თქვენც გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ასაზ­რდო­ებთ მათ! შე­წყვი­ტეთ! მხა­რი და­უ­ჭი­რეთ თქვენს შვი­ლებს, დებს, დე­დებს, რომ იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი, ძლი­ე­რე­ბი თქვე­ნით! და ბო­ლოს, მივ­მარ­თავ იმ სა­ი­ტებს, რომ­ლე­ბიც ახ­დე­ნენ ასე­თი ძა­ლა­დობ­რი­ვი კო­მენ­ტა­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას პი­რა­დი, თუ ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით. თქვენ კვე­ბავთ მკვლე­ლებს! ასაზ­რდო­ებთ მათ ბნელ ფან­ტა­ზი­ებს! ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი უნდა იბ­ლო­კე­ბო­დეს და სირ­ცხვი­ლი უნდა იყოს!!!

ხა­ტე­ბით რომ აქვთ "მო­ოჭ­ვი­ლი“ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და ერ­თმა­ნეთს "ლო­ცა­ვენ” უფ­ლის სა­ხე­ლით ვინ უფრო სა­ში­ნელ სიკ­ვდილს უსურ­ვებს ქალს! ამაზ­რზე­ნია! ჩემი ღმერ­თი არ გა­ნი­კი­თხავს! ჩემი ღმერ­თი მიმ­ტე­ვე­ბე­ლია! ჩემი ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია! მე ბედ­ნი­ე­რი ვარ! მე ძლი­ე­რი ვარ! მე არ ვე­გუ­ე­ბი! მე ვცვლი!

#თა­მი­ლა­ლი­ლუ­აშ­ვი­ლის­თვის".