"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე? - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე?

ნინო ნი­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­შია. თუმ­ცა, მას რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან ომის გამო არ და­უ­ტო­ვე­ბია, მსა­ხი­ო­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის სამ­შობ­ლო­ში ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას, მან ინ­ტერ­ვიუ რუ­სულ­მა იუ­თუბ არ­ხმა "Георгий За Кадром“ ჩა­წე­რა, ექ­სკურ­სია ვა­კის პარ­კი­დან იწყე­ბა და ნინო თა­ვი­სი თბი­ლი­სის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა...

"...სად ვი­ცხოვ­რებ, სად გა­და­ვალ - ამას სუ­ლაც არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად იცით, რა მიკ­ვირს, რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ვარ ხში­რად თბი­ლის­ში, მწე­რენ, - არ გიყ­ვარს მოს­კო­ვიო? დიახ, დიახ, მე ვარ მაშა ივა­ნო­ვა, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და ტვერ­ში...“ - იცი­ნის 31 წლის მსა­ხი­ო­ბი.

ნინო ნი­ნი­ძე, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ია ნი­ნი­ძის შვი­ლია, ის წლე­ბია რუ­სეთ ში მოღ­ვა­წე­ობს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ექტსა და ფო­ტო­სე­სი­ა­ში, არის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. ნინო ნი­ნი­ძე 2014 წელს ცო­ლად გაჰ­ყვა უკ­რა­ი­ნელ მსა­ხი­ობს კი­რილ პლეტ­ნევს, 2015 წელს წყვილს შე­ე­ძი­ნა ვაჟი, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე და­არ­ქვეს. მისი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მაქს ვი­ტორ­გა­ნის შე­სა­ხებ კი AMBEBI.GE-ს არა­ერთ სტა­ტია აქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი...

"მე ისეთ დროს და­ვი­ბა­დე, თბი­ლის­ში არე­უ­ლო­ბა რომ იყო და ჩემ­თვის ქა­ლა­ქი იყო, ჩემი უბა­ნი, ვაკე... აქ არის სა­ბავ­შვო ბაღი, სა­დაც დავ­დი­ო­დი... მა­შინ და­ვი­ბა­დე, რო­დე­საც თბი­ლის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო, არ იყო, სი­ნათ­ლე, გათ­ბო­ბა, ცხე­ლი წყა­ლი, მაგ­რამ მა­ინც ტკბილ მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა, რად­გან ყვე­ლა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით.

დედა ამ­ბობ­და, რომ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და იმ­დე­ნად არ მახ­სოვს. მახ­სოვს ის, რომ ფე­ხით ავ­დი­ო­დით მე-14 სარ­თულ­ზე. ცუდი მო­გო­ნე­ბა ის მაქვს, რომ ომის გამო მოგ­ვი­წია სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა.

დედა სულ ამ­ბობ­და, რომ შვი­ლებს კვე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა უნ­დო­დათ, რაც აქ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სკო­ლებ­ში ჭე­რი­დან წვი­მა ჩა­დი­ო­და და ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს ვათ­ბობ­დით. არა­ვინ ფიქ­რობ­და სწავ­ლა­ზე, ყვე­ლა შვი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ზე იყო გა­და­სუ­ლი.

ახლა რომ ამ­ბო­ბენ, ქუ­ჩა­ში სრო­ლე­ბი იყო, არ მახ­სოვს... ჩემ ბავ­შვო­ბა­ში სი­ნათ­ლე არ იყო და ტე­ლე­ვი­ზორ­საც არ ვუ­ყუ­რებ­დი. დის­ნე­ის მულ­ტფილ­მებ­ზეც არა­ფე­რი ვი­ცო­დი... 10 წლის ვი­ყა­ვი დის­ნე­ის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე. უცებ რომ შე­მომ­ხე­დავ, იტყვი, ნახე, რო­გო­რი გა­მო­სუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი გო­გოა, არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ­მა ოჯახსმა ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა გა­და­ი­ტა­ნა. ეს იყო ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ეს მარ­ტო თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბას არ შე­ე­ხე­ბა, მოს­კოვ­შიც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ხან ერთ კონ­მუ­ნა­ლურ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით, ხან - მე­ო­რე­ში. არ მქო­ნია კომ­ფორ­ტუ­ლი ბავ­შვო­ბა. მაგ­რამ მა­ინც კარ­გი იყო, ბავ­შვე­ბი ყვე­ლა ერ­თად ვთა­მა­შობ­დით. კომ­პი­უ­ტე­რი პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში მქონ­და. აქ თბი­ლის­ში ყვე­ლა­ფე­რი კომ­ფორ­ტუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია". (გააგრძელეთ კითხვა)