"არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს" - კვირის პალიტრა

"არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს"

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის არ შეიწყალებს. კალაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია.

“მე არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია”, - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"