ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები? - კვირის პალიტრა

ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ აქვს. პი­რი­ქით, ვინც ქვე­ყა­ნა­ში ერთი მი­ლი­ო­ნი მა­ინც იშო­ვა, თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და ან სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­ლი­ო­ნერ ქმრებს ყვე­ლა იც­ნობს, ცო­ლებს ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა ეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­ზე არ ვრცელ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას...

წარ­მო­გიდ­გენთ მი­ლი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლებს, მათ ყო­ველდდღი­ურ ცხოვ­რე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე...

ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლე მე­უღ­ლე მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე

296428834-528229605740109-1066641620628894588-n-62918-47450-1669464272.jpg

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლის ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლეს - მა­კუ­ნა (მა­რი­ამ) გამ­ცემ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მა­კუ­ნა ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მე­გობ­რობს ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან, კარ­გად მღე­რის და ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ხში­რი და სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია.

წყვილს 22-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და სამი შვი­ლი აკავ­ში­რებთ.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ხი­და­შე­ლი

14088409-298028717219682-2877537082077901445-n-72317-49161-1669464272.jpg

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მშვი­დია. წლე­ბია მისი მე­უღ­ლე კლა­სე­ლი ირი­ნა ხი­და­შე­ლია. „პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თვის“ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლეს­თან კა­მა­თიც კი არა­სო­დეს მოს­ვლია. 90-ია­ნებ­ში მის ოჯახ­საც ძა­ლი­ან უჭირ­და და უშუ­ქო­ბა და საკ­ვე­ბის არ­ქო­ნა არც მისი ოჯა­ხის­თვის იყო უცხო, თუმ­ცა ამ დროს ირი­ნა სახ­ლში ეგუ­ლე­ბო­და... წყვილს ხუთი შვი­ლი ჰყავთ, ირი­ნა ხი­და­შე­ლი დი­ა­სახ­ლი­სია.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლე მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია

download-49302-1669464272.jpg

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლე 1983 წლის 10 აპ­რილს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­აა. წყვილს ერთი გო­გო­ნა, ანნა ჰყავს. მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია პრო­ფე­სი­ით ექიმ-ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გია და "ავერ­სის" ცენ­ტრა­ლურ ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობს... (გააგრძელეთ კითხვა)