"ახლა მაინც ამოიღოს ხმა საპატრიარქომ და დაგმოს ქალზე ძალადობა!... იმედია მასზე მაინც არ იტყვიან, გამომწვევად ეცვაო" - რას წერს ბაია პატარაია ხაშურში მომხდარ ფაქტზე? - კვირის პალიტრა

"ახლა მაინც ამოიღოს ხმა საპატრიარქომ და დაგმოს ქალზე ძალადობა!... იმედია მასზე მაინც არ იტყვიან, გამომწვევად ეცვაო" - რას წერს ბაია პატარაია ხაშურში მომხდარ ფაქტზე?

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ფაქტს, რა დრო­საც 2 პირი მო­ნას­ტერ­ში და­ყა­ჩა­ღე­ბის მიზ­ნით შე­იჭ­რა. ის სა­პატ­რი­არ­ქოს მუ­წო­დებს, ფაქ­ტი დაგ­მოს.

"გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ზო­ნი ქალი 70 წლი­სა ყო­ფი­ლა და ისე სას­ტი­კა­დაა ნა­ცე­მი, რომ კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნას თბი­ლის­ში გად­მო­ყავს. ახლა მა­ინც ამო­ი­ღოს ხმა სა­პატ­რი­არ­ქომ და დაგ­მოს ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა!

პ.ს. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ქმრის­გან ცემა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტია, მწა­რედ ცდე­ბა.

პ.პ.ს. და სა­ერ­თოდ, რა ჯო­ჯო­ხეთ­ში ვა­ცხოვ­რებთ ქა­ლებს?! ხო, იმე­დია მას­ზე მა­ინც არ იტყვი­ან, გა­მომ­წვე­ვად ეცვა და ღამე მო­ნას­ტერ­ში რა უნ­დი­და, მი­სი­ვე პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი­აო" - წერს პა­ტა­რა­ია.