"39 წლის მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რი­ვია და სა­ვა­რა­უ­დოდ მას მო­ნა­ზო­ნი პი­რა­დად იც­ნობ­და" - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მონაზონი თბილისში გადმოიყვანეს: რას ჰყვებიან ადგილობრივები? - კვირის პალიტრა

"39 წლის მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რი­ვია და სა­ვა­რა­უ­დოდ მას მო­ნა­ზო­ნი პი­რა­დად იც­ნობ­და" - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მონაზონი თბილისში გადმოიყვანეს: რას ჰყვებიან ადგილობრივები?

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და დღეს ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, ორი პირი შე­იჭ­რა. უც­ნო­ბებს მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნი­ამ და წევ­რებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს რა დრო­საც მათ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი 70 წლის მო­ნა­ზო­ნი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბია, ის ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. უმ­ძი­მეს მდო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ნა­ზო­ნი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში ცოტა ხნის წინ გად­მო­იყ­ვა­ნა.

"რო­გორც ვიცი ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, 27 წლის ბიჭი ხა­რა­გა­უ­ლი­დან სტუმ­რად იყო ჩა­მო­სუ­ლი. მო­ნა­ზო­ნი ძა­ლი­ან მძი­მედ არის. რო­გორც ვიცი, ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ" - ჰყვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი და­ა­კა­ვა.

"მათ ბრა­ლად 1952 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ედე­ბათ. და­ნა­შა­უ­ლი 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე პირი ცხელ კვალ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი 39 წლის მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რი­ვია და სა­ვა­რა­უ­დოდ მას მო­ნა­ზო­ნი პი­რა­დად იც­ნობ­და, ხოლო მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლი, 27 წლის ბიჭი ხა­რა­გა­უ­ლი­დან არის. ირ­კვე­ვა, რომ ის 39 წლის კაც­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­კა­ვე­ბულს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად ახა­სი­ა­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მის­გან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არც გაკ­ვირ­ვე­ბი­ათ. რო­გორც ისი­ნი "ტვ პირ­ველს" უყ­ვე­ბი­ან ვ.გ წლე­ბია მათი სოფ­ლი­დან წა­სუ­ლი­ყო იყო და იქ მხო­ლოდ მისი მამა ცხოვ­რობს.

"არა­ფე­რი არ ვი­ცით, წლე­ბია წა­ვი­და აქე­დან, არ ცხოვ­რობს, არ ვიც­ნობთ. 15 წე­ლი­წა­დია წა­სუ­ლია. და­ჭე­რი­ლი იყო, ნა­სა­მარ­თლე­ვია" - ამ­ბო­ბენ მე­ზობ­ლე­ბი. (წყარო)