ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"