ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. 28 და 35 წლის მამაკაცები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"