"ფადიშაჰის შვილები" - უმცროსი კადიროვების გზა სკოლის მერხიდან მაღალ თანამდებობებზე - კვირის პალიტრა

"ფადიშაჰის შვილები" - უმცროსი კადიროვების გზა სკოლის მერხიდან მაღალ თანამდებობებზე

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. როგორც მისი ახლობლები აღნიშნავენ, კადიროვის შვილები ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან და ჩეჩნური ტრადიციების მიხედვით იზრდებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ ჩეჩენი ჩინოვნიკებიც და კადიროვის შვილებს სხვადასხვა ეპითეტით ამკობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, რამზან კადიროვს 14 შვილი ჰყავს. აღნიშნავენ იმასაც, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ზოგიერთი პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

რამზან კადიროვის უფროსი შვილი, აიშატ კადიროვა 17 წლის იყო, როცა ჩეჩნური მოდის სახლის - Firdaws-ის დირექტორი გახდა. მოდის სახლი 2009 წელს დედამისმა - მედნი კადიროვამ დააარსა. რამდენიმე წლის შემდეგ, „ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტების მართვის დიდი გამოცდილებისა და კულტურის სფეროში გაწეული დიდი დამსახურებისთვის“ კადიროვმა შვილი ჯერ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ, 2021 წელს კი - კულტურის მინისტრად დანიშნა.

aishat-1669540831.jpg
აიშატ კადიროვა რამზან კადიროვთან ერთად

მაღალ თანამდებობასთან ერთად აიშატი რამდენიმე საპატიო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის - „მეგობრობის“, "ადამიანთა უფლებების დაცვის" და „კადიროვის სახელობის" ორდენების და სხვა.

როგორც ცნობილია, აიშატი გროზნოში არსებული ფრანგული რესტორნის „პარიზის“ მფლობელია. მნიშვნელოვანია, რომ რესტორანი ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის ადგილას ააგეს, რომელიც ქვეყანაში 1976 წლიდან ფუნქციონირებდა. რუსეთთან მიმდინარე ორივე ომის დროს ბიბლიოთეკის შენობა დაინგრა, თუმცა მოხალისეებმა ის მაინც აღადგინეს. Кавказ.Реалии-სთან კი ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკა რესტორნის გამო დახურეს.

„ფადიშაჰის“ მეორე გოგონა - ხადიჟატი კი, როგორც თავად კადიროვი აღნიშნავდა, ძალიან ჭკვიანია, მან ადრეულ ასაკში ყურანი ზეპირად შეისწავლა. ხადიჟატი რუსეთში ჩატარებული კონკურსის - „წლის მოსწავლე - 2016“-ის გამარჯვებული გახდა.

xadijati-1669540831.jpg
ხადიჟატ კადიროვა

2020 წლის ბოლოს კი, 20 წლის ასაკში, გროზნოში სკოლამდელ ბავშვთა საგანმანათლებლო დეპარტამენტი ჩაიბარა.

კადიროვი აღნიშნავდა, რომ მესამე გოგონა - ხუტმატი შემოქმედებითი ნიჭით იყო დაჯილდოებული, თუმცა მომღერლის კარიერა წარმატებული ვერ აღმოჩნდა. ის მოგვიანებით კადიროვის მრჩევლის მოადგილედ დაინიშნა. გოგონა, ასევე, დაჯილდოებულია მედლით "რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის".

xutmat-1669540832.jpg
ხუტმატ კადიროვა

დეპუტატ ადამ დელიმხანოვის თქმით, კადიროვის მეოთხე გოგონა - ტაბარიკ კადიროვა „მორიდებული და ძალიან მორწმუნე გოგოა, მცირე ასაკის მიუხედავად, ერუდიციით, პასუხისმგებლობითა და მიზანმიმართულობით გამოირჩევა“.

tabarik-da-aishat-1669540831.jpg
ტაბარიკ და აიშატ კადიროვები

დაბადების დღის მილოცვისას რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ მისი ყველა შვილი „ორიგინალური“ და ნიჭიერია“, თუმცა „ტაბარიკი - განსაკუთრებულია“. გოგონას შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ინტერნეტ-წყაროებში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ის გათხოვდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ გახდა გოგონას რჩეული.

„განსაკუთრებული“ მეთაურის „განსაკუთრებული“ ვაჟები

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში კადიროვის ვაჟები ხშირად ჩნდებიან მამასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან. რამზანთან ერთად ისინი სხვადასხვა სამშენებლო ობიექტს ამოწმებენ, დაფრინავენ მოსკოვში. ვაჟები წარუდგინეს რუს მაღალჩინოსნებსაც, გადაადგილდებიან ძვირად ღირებული ავტომობილებით. ჯერ კიდევ მოზარდები, ატარებენ ძვირად ღირებულ სამკაულებს, მათ შორის - საათებს, რომელთა ორიგინალის ფასი რამდენიმე ათასი დოლარია.

„ამბობთ, რომ ჩემი შვილები სადღაც სეირნობენ, სადღაც მანქანებით დადიან... დიახ, ჩემი ოჯახი უზრუნველყოფილია... მათ მანქანებიც აქვთ და ფულიც, თქვენ კი არაფერი გაქვთ“, - მიმართა კადიროვმა იმ ხალხს, ვინც მისი შვილების ქონებას განიხილავს.

axmed-1669540831.png
ახმატ კადიროვი

სექტემბერში 16 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთში ახალგაზრდების მოძრაობის წარმომადგენლად დაინიშნა, ჩეჩენმა მინისტრმა ახმედ დუდაევმა კი აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ახმატის დანიშვნის შემდეგ ამ სფეროში ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა, თუმცა რუს მინისტრთან, სერგეი კრავცოვთან შეხვედრისას, "ახალი თაობის აღსაზრდელად ახალი იდეების განხილვისას", 16 წლის კადიროვი მინისტრთან დიალოგშიც ვერ შევიდა, მას პლანშეტიდან წაკითხვაც კი გაუჭირდა.

kadirov2-1669540831.jpg
რამზან კადიროვი ოჯახთან ერთად

კადიროვის მეორე ვაჟი - ელი 15 წლისაა. წელს მისი სახელი ეწოდა სპორტულ ცენტრს, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით აშენდა.

„ელი განსაკუთრებული ბიჭია, ფართო მსოფლმხედველობით, ინტელექტითა და ზრდილობით“, - აღნიშნა ვაჟის დახასიათებისას კადიროვმა, როცა შვილს დაბადების დღეს ულოცავდა.

adam2-1669547655.jpg
ადამი MMA-ის მებ­რძოლ­ აბ­დუ­რაჰ­მან დუ­და­ევთან ერთად

მესამე ვაჟი - ადამი „მშობლებისა და კადიროვთა სიამაყეა“. როგორც დეპუტატი მაგომედ დაუდოვი წერდა, ჯერ კიდევ 6 წლის ადამმა ზეპირად ისწავლა ყურანი და რუსეთის მასშტაბით ყველაზე პატარა ჰაფიზი (მუსლიმანი, რომელმაც ყურანი ზეპირად იცის) გახდა.

როგორც ცნობილია, ის თურქული სერიალის ეპიზოდურ როლშიც გადაიღეს.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გუნ­დი წერს, რომ ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის - რამ­ზან კა­დი­რო­ვის 15 წლის ვაჟი ადამ კა­დი­რო­ვი 85 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­თს ატა­რებს.

ერთი თვის წინ MMA-ის მებ­რძოლ­მა აბ­დუ­რაჰ­მან დუ­და­ევ­მა სა­კუ­თარ ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოაქ­ვეყ­ნა ფოტო. სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია 23 ოქ­ტომ­ბერს, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო Raffles The Palm Dubai-ში. სპორ­ტსმე­ნი კა­დი­რო­ვის ერთ-ერთ ვაჟ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ბიჭს მა­ჯა­ზე Audemars Piguet მო­დე­ლის სა­ა­თი უკე­თია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თით­ქმის $1,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ადამ კა­დი­რო­ვი ატა­რებს Louis Vuitton-ის ჩან­თას, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 2800 დო­ლა­რია და Burberry-ის მა­ი­სურს, რო­მე­ლიც 500 დო­ლა­რი ღირს.

ჩეჩენი ჩინოვნიკების აზრით, რამზან კადიროვის სხვა მცირეწლოვანი შვილებიც გასაკუთრებული ბავშვები არიან.

როგორც ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი Кавказ.Реалии-სთან აღნიშნავს, კადიროვი შვილებს მემკვიდრეებად ზრდის და სულ მალე რამდენიმე ჩეჩენი მაღალჩინოსანი იძულებული იქნება, თანამდებობა დატოვოს და კადიროვის შვილებს გადაულოცოს.

„ბავშვები ისე იზრდებიან, როგორც ფადიშაჰის შვილები, მათ საკუთარი თავი უმაღლესი რასის წარმომადგენლებად მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, რასაც ისურვებენ, ირგვლივ კი ბევრი პირფერი ჰყავთ, რომლებიც ცდილობენ, კადიროვს მოაწონონ თავი. ასე ნადგურდება ჩეჩნური ტრადიციები - ჩვენთან არ არის მიღებული, ადამიანი პირდაპირ აქო და უთხრა, რა მაგარია“, - აღნიშნავს კულტურის ცენტრის - „იჩკერიის“ ხელმძღვანელი ვენაში ჰუსეინ ისხანოვი.

გერმანიაში მცხოვრები ჩეჩენი აქტივისტის, იარაგი სულუმოვის აზრით, კადიროვის შვილების ასე ღიად ქება-დიდება რამზან კადიროვის მიმართ „მონურ დამოკიდებულებას გამოხატავს“.

„ჩეჩნები წლების განმავლობაში ებრძოდნენ მონური ფსიქოლოგიის დამკვიდრების მცდელობას. არ იფიქროთ, რომ ისინი, ვინც კანიდან ძვრებიან და კადიროვს აამებენ, ჩეჩნები არიან. ნამდვილი ჩეჩენი თვალს არ დაახამხამებს, ისე გაწირავს სიცოცხლეს, თუმცა ასე არ დაეცემა “, - აღნიშნავს სულუმოვი.

ჩეჩენი უფლებადამცველის - ფატიმა გაზიევას თქმით, ჩეჩნები იძულებულნი არიან, აქონ და ადიდონ კადიროვის შვილები.

„ჩეჩენი მაღალჩინოსნების გვერდზე, რა თქმა უნდა, დაიწერება, რომ ისინი „უნიკალური“ და „გენიალური“ ბავშვები არიან და სხვაგვარად ვერც მოხდება - ისინი კადიროვის გავლენის ქვეშ არიან, იქ მუშაობენ და ცხოვრობენ. ალბათ გახსოვთ ვიდეო, რომელშიც კადიროვი ამბობს: „მე ვარ უფროსი! მე ვარ საჭესთან!“ - ამიტომ სხვა არჩევანი ჩეჩნეთის მოსახლეობას და ხელისუფლების წევრებს არ აქვთ“, - აღნიშნა უფლებადამცველმა Кавказ.Реалии-სთან საუბრისას. (წყარო)