"არ მგო­ნია, მათ გუ­ლის სიღ­რმე­ში უნ­დო­დეთ, რომ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი მოკ­ვდეს...გვინ­და, სი­ტუ­ა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­იც­ვა­ლოს" - - კვირის პალიტრა

"არ მგო­ნია, მათ გუ­ლის სიღ­რმე­ში უნ­დო­დეთ, რომ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი მოკ­ვდეს...გვინ­და, სი­ტუ­ა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­იც­ვა­ლოს" -

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­როს­მა ვაჟ­მა, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ნეტ­გა­ზეთ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ის მოც­მუ­ლო­ბა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო უა­რეს­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ან შეც­დო­მის შე­დე­გია".

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს სექ­ტემ­ბერ­ში ვი­ყა­ვი, რაც ნიშ­ნავს, რომ სულ ბო­ლოს რა მოხ­და, პი­რა­დად არ შევ­სწრე­ბი­ვარ. თუმ­ცა ხში­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მას­თან შე­დი­ან. მე, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი ჩემს ძმას, რო­მე­ლიც არას­დროს არა­ფერს გა­აზ­ვი­ა­დებს და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ზო­მი­ე­რად აღ­წერს სი­ტუ­ა­ცი­ას. ნი­კო­ლო­ზი რამ­დე­ნი­მე დღის წინ იყო მი­შას­თან შე­სუ­ლი. მან მი­თხრა, რომ მა­მა­ჩე­მი ლო­გინ­ში წევს, არის ძა­ლი­ან სუს­ტად, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რია და არის უა­რე­სად, ვიდ­რე წინა შეს­ვლა­ზე, რაც არის ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სას­მე­ნი. მეც მალე მო­ვა­ხერ­ხებ ჩა­მოს­ვლას და პი­რა­დად მო­ნა­ხუ­ლე­ბას. რა ხდე­ბა ზუს­ტად, მე არ ვიცი, არც [„ემ­პა­თი­ის“] დას­კვნა მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩემ­თვის ისიც საკ­მა­რი­სია, რა­საც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვხე­დავთ — რო­გორ უა­რეს­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, კარ­გავს ენერ­გი­ას, წო­ნას, უფრო და უფრო ნელა სა­უბ­რობს… არ ვიცი, ამ ფორ­მით რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს.

ძა­ლი­ან მა­ში­ნებს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა მა­მა­ჩე­მი ამ ყვე­ლაფ­რის ბო­ლოს, იმი­ტომ რომ, რა­ღაც მო­მენ­ტში ცი­ხი­დან გა­მო­ვა… იმის წარ­მოდ­გე­ნა არ მინ­და, რომ ეს დღე არ დად­გე­ბა. მაგ­რამ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა იგი იმ მო­მენ­ტში?

მე თუ ახლა მენ­ტა­ლურ პრო­ექ­ცი­ას გა­ვა­კე­თებ და დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ექ­სტრა­პო­ლა­ცი­ას, მა­შინ საკ­მა­ოდ ცუდ სუ­რათს ვხე­დავ.

მე არ ვიც­ნობ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მას, მაგ­რამ „ვი­ვა­მე­დი“ ით­ვლე­ბა საკ­მა­ოდ კარ­გი კლი­ნი­კად, ხომ? ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ და კარ­გია, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა იქ გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა არ არის საკ­მა­რი­სი.

6 თვეა მა­მა­ჩე­მი „ვი­ვა­მედ­შია“ და სი­ტუ­ა­ცია, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, არის უა­რე­სი, ვიდ­რე და­სა­წყის­ში იყო. ე.ი. რა­ღაც აკ­ლია, ხომ, სი­ტუ­ა­ცი­ას?" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სის­თან" გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ის პო­ზი­ტი­ურ გზავ­ნი­ლად შე­ა­ფა­სა.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც კი, თუ არ ვცდე­ბი, აკე­თებს მი­ნიშ­ნე­ბას, რომ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­მა­ჩე­მის ჯან­მრთე­ლო­ბა მა­ნამ­დეც არ იყო იდე­ა­ლუ­რი და იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­შიც მა­მა­ჩე­მი ერ­თწ­ლი­ა­ნი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, თუ გვინ­და, რომ სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, ლო­გი­კუ­რია, რომ ვი­ფიქ­როთ უცხო­ეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რაც ისე­დაც ბევრ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხში­რად გვეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში მი­დი­ან.

ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა ის, რაც თქვა – რომ მის­თვის არ არის სა­სურ­ვე­ლი, მა­მა­ჩე­მის ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უ­ა­რეს­დეს. ეს რაში გა­და­ი­თარ­გმნე­ბა, შე­ი­წყა­ლებს თუ არა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ეს იქ­ნე­ბო­და კარ­გი ნა­ბი­ჯი, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ასე თუ ისე, ეს სი­ტუ­ა­ცია ადრე თუ გვი­ან შე­იც­ვლე­ბა. ახ­ლის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის, არ­სე­ბობს კა­ნო­ნი­ე­რი გზე­ბი ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის — სა­სა­მარ­თლო გზით იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი, ღირ­სე­უ­ლი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ან სხვა გზით

ჩემ­თვის პი­რა­დად მთა­ვა­რია, რომ მას მი­ე­ცეს ღირ­სე­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს იქ­ნე­ბა დრო­ე­ბით თუ არა, ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც არ უნდა მტკივ­ნე­უ­ლი იყოს ჩემ­თვის მა­მა­ჩე­მის პა­ტიმ­რო­ბა, მთა­ვა­რია ჯან­მრთე­ლო­ბა. მე არ ვსა­უბ­რობ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ზე იმი­ტომ, რომ ეს არის ტრო­ას ცხე­ნი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი სა­ბო­ლო­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყა­რო უნდა გახ­დეს (თუმ­ცა თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ღე­ბენ, მი­ვე­სალ­მე­ბი). მისი ჯან­მრთე­ლო­ბა არის ძა­ლი­ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში არ­სე­ბობ­და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ მის მი­მართ ყო­ფი­ლი­ყო რა­ღაც ტი­პის შუ­რის­ძი­ე­ბა, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, დას­ჯა, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თარ მი­ზანს უკვე მი­აღ­წი­ეს.

ედუ­არდ სა­ა­კა­ვი­ლის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კა­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბის და­ა­წყის­ში­ვე გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში და­ი­წყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო. ამ­გვარ­მა გაზ­ვი­ა­დე­ბულ­მა შე­ფა­სე­ბებ­მა, ედუ­არ­დის შე­ხე­დუ­ლე­ბით, სი­ტუ­ა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა.

"პირ­ველ დღე­ებ­ში­ვე ზოგ­მა და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რომ მა­მა­ჩე­მი სიკ­ვდი­ლის პი­რა­საა და ა.შ. ამან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ა­ზი­ა­ნა სი­ტუ­ა­ცია, იმი­ტომ რომ, მა­მა­ჩე­მი დღე­საც ცო­ცხა­ლია. დღეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბა არის უა­რე­სი, ვიდ­რე პირ­ველ დღე­ებ­ში, მაგ­რამ გან­გაშ­მა ცოტა ფასი და­კარ­გა, იმი­ტომ რომ ასე ხში­რად გვეს­მის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბი, რომ დღეს თუ არ შეც­ვა­ლეთ რამე, ის მოკ­ვდე­ბა… გა­სა­გე­ბია, არა­ვის ვაკ­რი­ტი­კებ. ყვე­ლა მძაფ­რად გან­ვიც­დით, რაც ხდე­ბა და გვინ­და, სი­ტუ­ა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ჩემი მიდ­გო­მაა, ვიყო მო­ზო­მი­ლი, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, რად­გან ნამ­დვი­ლად არ მჯე­რა, რომ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი გახ­დე­ბა მა­მა­ჩე­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ან მკურ­ნა­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

ამი­ტომ მე მგო­ნი, უნდა ვი­ყოთ რაც შე­იძ­ლე­ბა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლე­ბი და და­ვი­ნა­ხოთ სი­ტუ­ა­ცია მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­და­ნაც; ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რით შე­იძ­ლე­ბა, მათ გა­უ­ად­ვილ­დეთ სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. მგო­ნია, რა­ღაც მზა­ო­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ხელს უშ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, დრო და და ა.შ. მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან, რა­ღაც უნდა შე­იც­ვა­ლოს. ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი არის ყვე­ლა­ზე მძაფ­რი ას­პექ­ტი, ბევ­რად უფრო მე­ტად, ვიდ­რე პა­ტიმ­რო­ბა.

მე უკვე მა­ში­ნებს, ხვალ რომ გა­მო­ვი­დეს, გა­და­იყ­ვა­ნონ სად­მე და იმ­კურ­ნა­ლოს, არ ვიცი, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეს ჯან­მრთე­ლო­ბის ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. აქამ­დეც არ უნდა მი­სუ­ლი­ყო საქ­მე.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლო, რა­ღა­ცე­ბი თა­ვი­დან სხვა­ნა­ი­რად გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ეს სიმ­ძაფ­რე არ დამ­დგა­რი­ყო. ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ან შეც­დო­მის შე­დე­გი, მაგ­რამ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია.

თუ შევ­ხე­დავთ, რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა — მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ნამ­ყო­ფი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნი­ლი, იქ მკურ­ნა­ლო­ბენ… ოპო­ზი­ცია მგო­ნი ამ ყვე­ლაფ­რის გამო შე­იძ­ლე­ბა და­სუს­ტდა კი­დეც, იმი­ტომ რომ გა­მოჩ­ნდა, რომ მისი ჩა­მოს­ვლა არ იყოს საკ­მა­რი­სი არაფ­რის­თვის. ხოლო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­მოჩ­ნდე­ბა რო­გორც ძლი­ე­რი ძალა, რო­მელ­მაც გა­დად­გა სწო­რი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ნა­ბი­ჯი. მგო­ნი, საკ­მა­ოდ კარ­გი სცე­ნა­რი გა­მო­დის მათ­თვის, მაგ­რამ მე არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მათი მრჩევ­ლე­ბი სხვა რა­მეს ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ მე ამას ვურ­ჩევ­დი. ოპ­ტი­მიზ­მი სა­ჭი­როა, იმი­ტომ რომ იმ­დე­ნად მძი­მე სი­ტუ­ა­ცია, ერთი წე­ლია სულ ცუდი ამ­ბე­ბი გვეს­მის ამ სა­კი­თხზე, ოპ­ტი­მიზ­მის გა­რე­შე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავ­ყრი­დით. მე მაქვს იმე­დი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად არა, მაგ­რამ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა, რად­გან მარ­თლა არ მგო­ნია, რომ მათ გუ­ლის სიღ­რმე­ში უნ­დო­დეთ, რომ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი მოკ­ვდეს ან სა­მუ­და­მოდ და­ინ­ვა­ლიდ­დეს. არც პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა უნ­დო­დეთ წე­სით ეს, მაგ­რამ მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ და შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცას ბო­ლომ­დე ვერ ვხდე­ბი." - გა­ნა­ცხა­და ედუ­არდ სა­ა­კა­ვილ­მა "ნეტ­გა­ზეთ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.