"ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში" - რას წერს დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში" - რას წერს დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში?

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მხოლოდ სურვილების გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით კირკიტაძე „ფეისბუქში“ წერს.

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, სამუშაო ჯგუფს მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს და სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა არ გამოიყურება. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში, თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს, იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020 -ში“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ტვ ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხა, რომ „ამაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს“.

შეგახსნებეთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის პოსტზე ამ დროისთვის სამი კანდიდატია დასახელებული - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

"ინტერპრესნიუსი"