"ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქონ­დათ და ვი­ღა­ცამ უფრო მეტი გა­და­ი­ხა­და. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ აუქ­ცი­ო­ნე­ბი ეწყო­ბო­და ბავ­შვებ­ზე" - კვირის პალიტრა

"ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქონ­დათ და ვი­ღა­ცამ უფრო მეტი გა­და­ი­ხა­და. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ აუქ­ცი­ო­ნე­ბი ეწყო­ბო­და ბავ­შვებ­ზე"

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯახს ჩე­მამ­დე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ წა­არ­თვეს, რად­გა­ნაც მის ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­დათ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­ღა­ცამ უფრო მეტი გა­და­ი­ხა­და. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ აუქ­ცი­ო­ნე­ბი ეწყო­ბო­და ბავ­შვებ­ზე... ამის შემ­დეგ ამიყ­ვა­ნეს მე და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა დე­დას სი­ტყვე­ბი: "მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის ხმა რომ მეს­მო­და სულ მე­გო­ნა, რომ ბავ­შვი უნდა წა­მარ­თვა­ნო" - ამ სი­ტყვებს გვე­უბ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი გიგა გელხვი­ძე, რო­მე­ლიც მის ულა­მა­ზეს ბავ­შვო­ბა­ზე და შემ­დეგ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილ­ზე გვი­ამ­ბობს...

- ძა­ლი­ან დიდი სევ­და გაქვთ დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლის რო­მე­ლიც თქვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა არ იყო... რო­გო­რი იყო თქვე­ნი დედა-შვი­ლო­ბა?

- ალ­ბათ ღრმა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მახ­სოვს, რო­დე­საც ოჯა­ხი, გარ­კვე­უ­ლი ხნით სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ომ­სკში გა­და­ვე­დით... დედა იქ იმა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო ჩემს მი­მართ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გა­ნაც ეს ორი­ვეს­თვის უცხო გა­რე­მო იყო და ადაპ­ტა­ცი­ას გავ­დი­ო­დით. მახ­სოვს რო­გორ ფა­ქი­ზად დავ­დი­ო­დით მოყი­ნულ ქუ­ჩებ­ში, რო­დე­საც რა­ი­მე გვქონ­და შე­სა­ძე­ნი და გა­რეთ გავ­დი­ო­დით. შემ­დეგ იყო, და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, სკო­ლა­ში შეს­ვლის დრო ახ­ლოვ­დე­ბო­და და მას არ სურ­და, უცხო გა­რე­მო­ში მეს­წავ­ლა. ამი­ტო­მაც ჩა­მო­ვე­დით ისევ აქ... ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ ბნე­ლო­და, ბნე­ლო­და რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის და ცხოვ­რე­ბის სტი­ლის კუ­თხით, ასე­ვე ბნე­ლო­და ოჯა­ხებ­შიც, რად­გა­ნაც ე.წ. ვოლფ­რა­მის ნა­თუ­რა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თით ინ­თე­ბო­და. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა დაგ­ვხვდა და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­მენ­ტი ის იყო, რომ დე­დამ და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, რად­გა­ნაც მისი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი სკო­ლა­ში (ის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო), აღარ და­უთ­მეს, ამის შემ­დგომ იყო საკ­მა­ოდ რთუ­ლი, გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ო­დიც, რაც ალ­ბათ 90-ია­ნებ­ში თით­ქმის ყვე­ლას გა­უვ­ლია...

სა­ბო­ლო­ოდ, მან სამ­სა­ხუ­რი და­იბ­რუ­ნა, მეც უკვე სკო­ლა­ში შე­ვე­დი და აქე­დან და­ი­წყო დე­დას, უფრო მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. სკო­ლა, სა­დაც ის ას­წავ­ლი­და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში იყო, რო­მელ­საც ჩვე­ნი სახ­ლი­დან ყვე­ლა­ზე მცი­რე სამი კი­ლო­მეტ­რი აშო­რებ­და და კვი­რა­ში ოთხი დღე ის ამ მან­ძილს ფე­ხით გა­დი­ო­და, რად­გა­ნაც გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მო­იჩ­ქა­რო­და შინ... მე მას რო­მე­ლი­მე მე­ზო­ბელ­თან ვე­ლო­დე­ბო­დი სკო­ლის შემ­დგომ და არ სურ­და, რომ ვინ­მე დიდი ხნით შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა... სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, რო­დე­საც ოჯა­ხის საქ­მე­ებს მორ­ჩე­ბო­და, უკვე ჩემ­თან ერ­თად მი­უჯ­დე­ბო­და სა­წერ მა­გი­დას და იმას რაც ბევ­რი წლის წინ სკო­ლა­ში, მოს­წავ­ლის რან­გში გა­ი­ა­რა, ისევ ახ­ლი­დან იხ­სე­ნებ­და, თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ სკო­ლა მე­ო­რედ და­ამ­თავ­რა, რად­გა­ნაც ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და, ყო­ველ­თვის გა­ე­გო, რამ­დე­ნად კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მივ­დი­ო­დი სკო­ლა­ში. საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო... არა­სო­დეს და­მით­მობ­და რა­ი­მეს თუ თვლი­და, რომ ჩემ­თვის ასე სჯობ­და. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი ვხვდე­ბი, რომ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მზრდი­და, არც მიკ­ვირს მან სკო­ლა­ში თით­ქმის 52 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი თა­ო­ბის აღ­მზრდელს, ნამ­დვი­ლად არ ეს­წავ­ლე­ბო­და რო­გორ აღე­ზარ­და სა­კუ­თა­რი შვი­ლი, ასე­ვე არა­სო­დეს ჰქონ­და მიმ­ღებ­ლო­ბის პრობ­ლე­მა და ყო­ველ­თვის მის­მენ­და, თუ რა­ი­მეს სხვაგ­ვა­რად ვუ­ყუ­რებ­დი, ბევ­რჯერ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც, სხვებ­თან მიდ­გო­მებ­ში...

- რო­დის და რო­გორ გა­ი­გეთ, ნაშ­ვი­ლე­ბი რომ ხართ?

- უჰ... რო­გორ გი­თხრათ, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი თუ სწო­რად მახ­სოვს მე­ხუ­თე კლას­ში ალ­ბათ, მე­ზო­ბელ­მა რა­ღაც უთხრა დე­დას, რა­მაც ძა­ლი­ან მწვა­ვე კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ერ­თოდ ვერ ჩავ­წვდი, რა ხდე­ბო­და და რა­ტომ უნდა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო დედა ასე. შემ­დეგ გა­ი­ა­რა რა­ღაც პე­რი­ოდ­მა, მამა უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და რო­დე­საც დაბ­რუნ­და, იმ პი­როვ­ნე­ბის მე­უღ­ლეს და­ე­ლა­პა­რა­კა, საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი სა­უ­ბა­რი იყო, რა დრო­საც გა­ვი­გო­ნე, რომ მე ვი­ყა­ვი ნაშ­ვი­ლე­ბი. ალ­ბათ გა­გიჩ­ნდე­ბათ ლო­გი­კუ­რი შე­კი­თხვა - რა ვიგ­რძე­ნი იმ მო­მენ­ტში? ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი დაბ­ნე­უ­ლო­ბა, შემ­დეგ უბ­რა­ლოდ გან­ვმარ­ტოვ­დი და და­ვი­წყე ფიქ­რი. არც ისე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა ვერ გა­მე­გო. ჰოდა, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე რას­თა­ნაც მქონ­და საქ­მე და ალ­ბათ არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი რომ ვთქვა, რომ თუნ­დაც წა­მით მი­ფიქ­რია სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

რამ­დენ­ჯერ­მე მო­მის­მე­ნია, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და მამა დედა, რომ ვუ­თხრათ სი­მარ­თლეო, თუმ­ცა დე­დას ამა­ზე უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და. არა იმი­ტომ, რომ ამას გან­გებ აკე­თებ­და, არა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეში­ნო­და ჩემი რე­აქ­ცი­ის, რად­გა­ნაც შე­საძ­ლო იყო მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, რომ ეს ძა­ლი­ან ცუ­დად აღ­მექ­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დი­ო­და წლე­ბი და მე ეს "სა­ი­დუმ­ლო“ დამ­ქონ­და გო­ნე­ბით, სა­ნამ 23 წლის არ გავ­ხდი. რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად დე­დამ გა­და­წყვი­ტა ჩემ­თვის სი­მარ­თლის თქმა, ძა­ლი­ან მძი­მე სა­უ­ბა­რი იყო, იმ მხრივ, რომ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ვი­აზ­რე, ყვე­ლა ტკი­ვი­ლი, ყვე­ლა სირ­თუ­ლე რაც გა­ი­ა­რა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯახს ჩე­მამ­დე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ წა­არ­თვეს, რად­გა­ნაც მის ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­დათ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­ღა­ცამ უფრო მეტი გა­და­ი­ხა­და. გააგრძელეთ კითხვა