მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში პროცესს დაესწროს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში პროცესს დაესწროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწროს. ამის შესაძლებლობა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ არ გამორიცხა.

საზღვრის უკანონო კვეთაზე სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

IPN