არსებული ინფორმაციით, რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

რუსთავში 20 წლის გოგო, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირი უკვე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელია. დაკავებული კი, სავარაუდოდ, 18 წლის გოგოა.

IPN