"აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს" - კვირის პალიტრა

"აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს"

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ევროკავშირმა საქართველოს მტკიცედ ურჩია, წარადგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიაში გადასახედად, -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა საქართველოში არსებულ სიტუაციას ითვალისწინებს.

„ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და ახალი სფერო. ამიტომ შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ კანონმდებლობა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში გადასახედად“, - აღნიშნა ელჩმა.

IPN