ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ „კანონპროექტები“ შევიდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ „კანონპროექტები“ შევიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, კანონპროექტები შევიდა, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივ ტელეარხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს არის „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ“, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის 19 იანვარს მოწერეს და რომელიც ე.წ. პარლამენტის მხრიდან რატიფიცირებას მოითხოვს.

მანამდე, ადგილობრივმა ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ „პარლამენტმა“ „დოკუმენტის რატიფიცირება“ არ მოახდინოს და ე.წ. „აფხაზეთის ლიდერმა“ ის „პარლამენტიდან“ გაიწვიოს.

IPN