"ღმერთმა არ ქნას, სადმე გადავეყარო!" - რატომ ემუქრება მექსიკელი მოკრივე ლიონელ მესის - კვირის პალიტრა

"ღმერთმა არ ქნას, სადმე გადავეყარო!" - რატომ ემუქრება მექსიკელი მოკრივე ლიონელ მესის

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვე, მექ­სი­კე­ლი, საულ "კა­ნე­ლო“ ალ­ვა­რე­სი ლი­ო­ნელ მე­სის საქ­ცი­ე­ლით აღ­შფო­თე­ბუ­ლია.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტუ­რის შემ­დეგ, რო­დე­საც არ­გენ­ტი­ნი­სა და მექ­სი­კის ნაკ­რე­ბე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და, არ­გენ­ტი­ნის გა­მო­საც­ვლე­ლი­დან სკან­და­ლუ­რი ვი­დეო გავ­რცელ­და. კად­რებ­ზე ჩანს, რომ მე­სის­თან მექ­სი­კის ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი გდია, რო­მელ­საც ზე­ი­მის დროს, ფორ­ვარ­დმა ფეხი და­არ­ტყა და მო­ის­რუ­ლა.

თავ­დამ­სხმე­ლის საქ­ცი­ე­ლით სუ­პერ­სა­შუ­ა­ლო წო­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი საულ ალ­ვა­რე­სი აღ­შფოთ­და.

"თქვენ ნა­ხეთ, რო­გორ წმენ­დდა მესი ია­ტაკს ჩვე­ნი მა­ი­სუ­რი­თა და დრო­შით? ღმერ­თმა არ ქნას, სად­მე გა­და­ვე­ყა­რო!

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ­გენ­ტი­ნამ უნდა სცეს პა­ტი­ვი მექ­სი­კას, ასე­ვე, ჩვენც უნდა ვცეთ პა­ტი­ვი არ­გენ­ტი­ნას! ზო­გა­დად არ­გენ­ტი­ნე­ლებ­ზე არ ვამ­ბობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­სი­ზე და მის გუ­ლი­სამ­რევ საქ­ცი­ელ­ზეა ლა­პა­რა­კი“, - და­წე­რა კა­ნე­ლომ "ტვი­ტერ­ზე". ნახეთ ვიდეო