“ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“ - მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებზე - კვირის პალიტრა

“ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“ - მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებზე

ახალი "ფორვარდი“ გამოაჩინეს, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვისზე ვლაპარაკობთ: ნიკა მელია, მუმლაძე, ლევან ხაბეიშვილი და ახლა უკვე ჭიაბერაშვილი, როგორი აზრზე მოსულები და პროფესიონალები არიან უკვე ჩანს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე ფიქრობს.

მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი არის პარტიის სახე, “ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“.

“ახალი ფორვარდი გამოაჩინეს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვისზე ვლაპარაკობთ: ნიკა მელია, მუმლაძე, ხაბეიშვილი და ახლა უკვე ჭიაბერაშვილი. როგორი აზრზე მოსულები და პროფესიონალები არიან უკვე ჩანს. ეს ოთხი კანდიდატი არის მათი სახე და ფერი ფერსა მადლი ღმერთსა. რაც არის ეს ოთხი კანდიდატი, ის არის “ნაციონალური მოძრაობა” თავის არსით ბუნებით, წარსულით და მომავლით”, - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"