"საავადმყოფოში შესვლიდან 3 დღეში ადამიანი დავკარგეთ" - რას ყვება თამაზ მეჭიაურის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე და მასთან ურთიერთობებზე ყოფილი მეუღლე? - კვირის პალიტრა

"საავადმყოფოში შესვლიდან 3 დღეში ადამიანი დავკარგეთ" - რას ყვება თამაზ მეჭიაურის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე და მასთან ურთიერთობებზე ყოფილი მეუღლე?

გასული წლის 15 თებერვალს, 67 წლის ასაკში კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური.

პოლიტიკოსის ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაიხსენა მისმა მეუღლემ, თამარ მეჭიაურმა გადაცემაში "სიკეთე მარტივია".

"გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიყავით მეუღლეები, ცხოვრების ყველა ეტაპზე ვიყავით მეგობრები. ძალიან პატარები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით და დავქორწინდით, ის იყო 22 წლის, მე ვიყავი -17-ის.

ერთად ვიცხოვრეთ 6 წელი და გვყავს საერთო შვილი. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყარა და დღემდე არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები გრძელდებოდა ისე, როგორც ცივილური ადამიანების. მისთვის ჩემი ოჯახის კარები ყოველთვის ღია იყო. კარგი მრჩეველი იყო, შეეძლო კამათი, რჩევის მოცემა. არ იყო ჩვენი დაშორება ეჭიანობის ბრალი, არ ვეჭვიანობდით. მე მაქვს კარგი ურთიერთობა მის შვილებთან, რომელიც ჰყავს მეორე ქორწინებიდან. ბავშვებს უყვართ ერთმანეთი, ჩემს შვილს უყვარს ისინი ძალიან. ბავშვები ერთმანეთს თვითონ გააცნო. კარგი მამაც იყო და კარგი პაპაც.

მისი სიცოცხლის ბოლოო დღეებში მეც კორონა მქონდა, როცა მისვლა შევძელით ძალიან უიმედო მდგომარეობა დამხვდა, საავადმყოფოში შესვლიდან 3 დღეში ადამიანი დავკარგეთ. მანამ გვქონდა სატელეფონო საუბრები. ძალიან მოწყენილი ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაცას გრძობდა. მისი გარდაცვალება ყველასთვის შოკი იყო, რადგან ამ შედეგს არავინ ელოდა... დღემდე მგონია, რომ ის სადღაც შორს არის წასული და არ გარდაცვლილა. ის იყო მხიარული, კეთილი, მომლხენი, მეგობრული, ხანდახან ბუტიაც იყო და ბავშვივით გულჩვილიც...

მასთან განშორების შემდეგ ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა სირთულეებით იყო სავსე, 23 წლის ვიყავი, ბავშვთან ერთად რომ დავრჩი მარტო, დავიწყე ცხოვრება სრულიად დამოუკიდებლად, ავიყვანე მოსწავლეები, ვმეცადინეობდი, ვსაწვლობდი და ვასაწავლიდი გიტარაზე დაკვრას, რაც შეეხება სიყვარულს, რა თქმა უნდა მიყვარდა, მაგრამ მერე ისე ხდება, რომ სხვანაირად ფუთავ და მიუჩენ ადგილს, აქ დამთავრებულია ყველაფერი", - ამბობს ყოფილი მეუღლის გახსენებისას თამრიკო მეჭიაური.