"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებისა და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”.

ხაზარაძის თქმით, ქვეყანა 6 თვეში 100 000-მა ადამიანმა დატოვა და "საინტერესოა, რატომ არ საქმდებიან” ისინი "ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან”?

"ქართული ანდაზა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

ტყუილი პირველი: 2021 ერთ სულ მოსახლეზე GDP იყო $ 5,015. პრემიერმა დღეს გვახარა, რომ ის $7,500 გახდება, ეს ნიშნავს ეკონომიკის 40% ზრდა გვქონია ან გვექნება, რაც დაუჯერებელია და არ არის სიმართლე.

ტყუილი მეორე: 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენითო განაცხადა ასევე პრემიერმა, რასაც დასჭირდებოდა მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის რეალური ინვესტიციები ეკონომიკაში... ან 2000 საწარმო უნდა გახსნილიყო, სადაც საშუალოდ 50 ადამიანი მაინც დასაქმდებოდა... დაუჯერებელი ამბავია, სასაცილოც კი!

გავითვალისწინოთ ისიც რომ ქვეყანა 6 თვეში 100 000 ადამიანმა, რეალურმა სამუშაო ძალამ დატოვა. საინტერესოა რატომ არ საქმდებიან ეს ადამიანები ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან?

ქართველი ეკონომისტების შეფასება მაინტერესებს ამ საკითხებზე!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"