"ჩუმი ცრემლები მახჩობს, რომლებიც ჩვენმა შვილებმა არ უნდა ნახონ" - ნიკა ქაცარიძეს დღეს 44 წელი შეუსრულდებოდა - კვირის პალიტრა

"ჩუმი ცრემლები მახჩობს, რომლებიც ჩვენმა შვილებმა არ უნდა ნახონ" - ნიკა ქაცარიძეს დღეს 44 წელი შეუსრულდებოდა

რუსთაველის თეატრის მსახიობს - ნიკა ქაცარიძეს 29 ნოემბერს 44 წელი შეუსრულდებოდა.

ნიკა 5 იანვრის დილას, 43 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა... იგი 2005 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში, სადაც ბევრი საინტერესო სახე განასახიერა და თავისი როლებით, მაყურებელს სატელევიზიო სერიალებიდანაც დაამახსოვრა თავი...

ნიკას მეუღლე - ნინო ბერიძე მის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ნუთუ ეს არის ღმერთის სამართალი? დილიდან მე და ნელი ისე ვემზადებით, თითქოს შენს დაბრუნებას ველოდებით...

შენი პირველი დაბადების დღე უშენოდ!

ღმერთო, რა ძნელია, რაც დრო გადის, მით უფრო ძნელია უშენობა!

ჩვენი ქორწინების მეშვიდე წელი მტკივა!!!

გული ძალიან მტკივა, ცრემლები მახჩობს, ჩუმი ცრემლები, რომლებიც ჩვენმა შვილებმა არ უნდა ნახონ.

მიყვარხარ", - წერს ნინო.