კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იტალიაში?! - რას ამბობს კრისტიან ძაკარდო - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იტალიაში?! - რას ამბობს კრისტიან ძაკარდო

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი შუამავალია,Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

- კვარაცხელიას შემდეგ, რომლის შუამავალი მოლაპარაკებებში იყავით და "ნაპოლიში" გადავიდა, არის თუ არა სხვა ქართველი ტალანტი, რომელიც "ასაფეთქებლად" მზადაა?- დიახ, შემტევია, 2003 წელს დაბადებული. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ვინ არის?- სახელს მოგვიანებით დავასახელებთ, ამის შესახებ გაიგებთ.

ძაკარდოს ნათქვამი Areanapoli-მაც დაადასტურა.

აქამდე, ძაკარდომ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნახა. როგორც მან მაშინ აღნიშნა, საქართველო როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ვითარდება და არ გაუკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს იხილავენ.

Sportall.ge