რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს - კვირის პალიტრა

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს.

ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში“,- განაცხადა ბრეგაძემ.