"მივედი. ვნახე. ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"მივედი. ვნახე. ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

ტელეწამყანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მპატიმრობაში მყოფი, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და პატიმრის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში დაწერა:

"მივედი. ვნახე.ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ.თეთრი საღებავით გულმოდგინეთ შეღებილი ორი ფანჯრიდან ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა, დილეგია. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს.დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ.პალატა/დილეგის თვალიერებას იწყებ – სად არის ის, ვინც ფეხზე მდგარი 6 თვის წინ ნახე ტელევიზიით, 12 მაისს რომ გადმოიყვანეს ვივამედში. სხვა არავინ არის. მარტო ის არის, რასაც ხედავ.„მოდი, აქ დაჯექი, ახლოს”, – გეუბნება და საუბრით ცნობ, სწრაფი და დამახასიათებელი მეტყველებით; ეს ერთადერთია, რაც შერჩენია, და ესეც ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ღრმა ამოსუნთქვა/ჩასუნთქვას შორის შუალედში შერჩენია.მიხვალ ახლოს, დაუჯდები გვერდით და საუბრობ ამ მთისას და იმ მთისას, ცოტას წარსულზე, უფრო ცოტას აწმყოზე და კიდევ უფრო ცოტას მომავალზე. აგყვება და საუბრობს უფრო წარსულზე, მერე ზელენსკიზე, მერე… აღარაფერზე.ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი მომავალი. ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას.„ახლა წავალ“, – ვამბობ მე. „წადი და რაც აქ ნახე, თქვი”, – მეუბნება მაინც ღიმილით. - ნატო ჩხეიძე" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე"