რისთვის არის საჭირო უძრავი ქონების ექსპერტი? - კვირის პალიტრა

რისთვის არის საჭირო უძრავი ქონების ექსპერტი?

მაშინ როცა გსურს, იყიდო ან გაყიდო ქონება, მაგრამ ვერ პოულობ შენთვის სასურველ შეთავაზებას, ვერ იცლი შენი ქონების შესაბამისად წარმოსაჩენად, რათა ის მაძიებელს წარუდგინო, ასეთი ვითარებისთვის საუკეთესო გამოსავალია მიმართოთ უძრავი ქონების ექსპერტს, რომელიც ყველანაირად დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში.

სად მოვძებნოთ უძრავი ქონების ექსპერტი?

ამაზე ბევრი ფიქრი არაა საჭირო. უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა area.ge მომხმარებლებზე ზრუნვით და პრემიუმ სერვისებით გამორჩევა. სწორედ იმისთვის, რომ უძრავი ქონების კონკურენტულ ბაზარზე ამაღლდეს ხარისხიანი მომსახურების სტანდარტი და თითოეულ მომხმარებელს გაუმარტივდეს უძრავი ქონების შეძენასა თუ გაყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები, area.ge გთავაზობთ უძრავი ქონების ექსპერტების სრულ მომსახურებას ნებისმიერი ტიპის ქონების ყიდვა-გაყიდვასა და გაქირავებაში, იქნება ეს ბინა, სახლი, აგარაკი, მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი ოფისი თუ სხვა.

როგორ ეხმარება ექსპერტი მაძიებელს სასურველი ქონების შეძენაში?

უძრავი ქონების შეძენის თითოეულ ეტაპზე, ექსპერტი თქვენს საჭიროებაზე მორგებულ ქონებას იძიებს და გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტებს. გიწევთ სრულ კონსულტაციას სასურველი ქონების მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ. ჩართულია საბანკო პროცედურების უპრობლემოდ დასრულებასა და ქონების საბოლოო გაფორმებაში. ძიება, შერჩევა, კონსულტაცია, საბანკო პროცედურები, გაფორმება - ამ ყველაფერს აგვარებს ექსპერტი თქვენი თანხმობითა და მინიმალური ჩართულობით.

ექსპერტის როლი ქონების გაყიდვის საკითხში

თუ უძრავი ქონების გაყიდვით ხართ დაინტერესებული, area.ge-ს ექსპერტები გაგიწევენ დახმარებას ყველა ეტაპზე. პირველი და აუცილებელი ნაბიჯი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენაა, რომელსაც უნაკლოდ პროფესიონალთა გუნდის დახმარებით შეასრულებენ, ფასის დადგენის შემდეგ განსაზღვრავენ მომხმარებელთა წრეს, რომელთაც წარუდგენენ ქონებას, ჩაუტარებენ პრეზენტაციებს და მკაფიოდ დაანახებენ ქონების უპირატესობებს.

გარდა ამისა, area.ge-ს უძრავი ქონების ექსპერტები უზრუნველყოფენ თქვენი ქონების პროფესიონალურ ფოტოგადაღებას, განცხადების განთავსებას არეას პლატფორმაზე, რომელსაც ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი სტუმრობს, რაც არის რეალური შანსი ქონების დროულად გაყიდვისა. ამასთან ერთად, არეას ექსპერტები გაუწევენ რეკლამირებას თქვენს ქონებას სოციალურ ქსელებში, ანუ სივრცეში, სადაც თანამედროვე ადამიანები თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებენ და იღებენ ინფორმაციას, რაც ერთიორად გაზრდის გარიგების წარმატებით დასრულების შანსს. დასკვნით ეტაპზე კი ჩაერთვებიან საბანკო პროცედურებსა და გადაფორმების პროცესში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია area.ge-ზე უძრავი ქონების გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტები არიან წარმოდგენილები. მათი მომსახურების მაღალი ხარისხით თქვენ შეძლებთ სასურველი შედეგის სწრაფად მიღებას.

(R)