"პალიტრანიუსი“ იუბილარია - ტელეკომპანია 7 წლის გახდა - კვირის პალიტრა

"პალიტრანიუსი“ იუბილარია - ტელეკომპანია 7 წლის გახდა

ახალი ამბების ტელევიზია „პალიტრანიუსი“ იუბილარია. ტელეკომპანია 7 წლის გახდა. ტელეკომპანია აუდიტორიას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმდინარე საინტერესო სიახლეებს აცნობს. არხი სარგებლობს მიუკერძოებელი და ობიექტური მედიასაშუალების იმიჯით.

„პალიტრანიუსი“ არაერთ საინტერესო პროექტს აერთიანებს, რომლის გაცნობაც მაყურებელს მის ეთერში ყოველდღიურად შეუძლია.

„პალიტრანიუსი“ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წევრი კომპანიაა. ის სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც „პალიტრა მედიას“ 1995 წლიდან აქვს. არხის მთავარი საყრდენი და ღირებულებაა, პატივი სცეს მაყურებლის თავისუფალ აზრს.